ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ ორგანიზებით, კონფერენცია - „სტრატეგიული ბუნდოვანება დიდი სახელმწიფოების საჭადრაკო დაფაზე“ მიმდინარეობს

ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ ორგანიზებით რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენცია - „სტრატეგიული ბუნდოვანება დიდი სახელმწიფოების საჭადრაკო დაფაზე“ მიმდინარეობს.

როგორც „სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარემ თინა ხიდაშელმა განაცხადა, კონფერენციაზე საუბრობენ იმ მოვლენებზე, რომლებიც განსაკუთრებით აქტუალურია საქართველოში.

„ბოლო გადაწყვეტილებები, ერთის მხრივ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონი, მეორეს მხრივ ანაკლიის პორტში ჩინური კომპანიის გამარჯვებულად გამოცხადების შესახებ, იქნება კონფერენციის შემადგენელი მნიშვნელოვანი ნაწილი.

ექსპერტები 25 ქვეყნიდან გვყავს. რა თქმა უნდა, ქვეყანაში არსებული გამოწვევები მრავალმხრივია, ეკონომიკური და სავაჭრო, უკრაინის ომით გამოწვეული. ამიტომ კონფერენციაზე არ ვსაუბრობთ მარტო რუსეთზე, არამედ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ფაქტორზეც. დღევანდელ სამყაროში, სამწუხაროდ, რუსეთი აღარ არის ერთადერთი გამოწვევა, რომლის გავლენების შეჩერებაზეც მუშაობენ ევროკავშირსა და ნატოში“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

ორგანიზატორების ინფორმაციით, კონფერენცია 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება, რომელსაც 60-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტი, პოლიტიკოსი, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე