არჩილ თალაკვაძე - გაუგებარი და მიუღებელია, რატომ გვირჩევს ვენეციის კომისია იმის გაკეთებას, რის წინააღმდეგაც ევროპელი საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა მისცა ხმა ევროპარლამენტის არჩევნებში

ჩვენთვის მართლა გაუგებარი და მიუღებელია, რატომ გვირჩევს ვენეციის კომისია ჩვენ იმის გაკეთებას, რის წინააღმდეგაც ევროპელი საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა მისცა ხმა ევროპარლამენტის არჩევნებში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" დეპუტატმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, სინამდვილეში, საქართველოს მმართველი პარტია იცავს უნივერსალურ ღირებულებებს, რომელიც არის ევროპული საზოგადოების ქვაკუთხედი.

„სინამდვილეში, ჩვენ ვიცავთ უნივერსალურ ღირებულებებს, რომელიც არის ევროპული საზოგადოების ქვაკუთხედი, ვიცავთ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მოქალაქეებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან, ყველაზე სასიცოცხლო და საინტერესო საკითხებს. ეს რეკომენდაციები მთლიანად აცილებულია და არანაირად არ ეთანხმება და არ გამოხატავს ჩვენი მოქალაქეების აზრს და განწყობას ამასთან დაკავშირებით“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ლაშა ტუღუში - ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ახლა ჩვენი ხელისუფლება ატარებს, მრავალვექტორული კი არა, ანტიბალანსის პოლიტიკაა, ევროკავშირთან არა ინტეგრაციის, არამედ, დეზინტეგრაციის პოლიტიკას ვატარებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ