პრემიერი - 1 ივლისიდან საშუალოდ 500 ლარით იზრდება სკოლების მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის ხელფასები, მიმდინარეობს 250 სკოლის, 6 პროფესიული სასწავლებლის და 2 სასწავლო სახელოსნოს მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი

ზუსტად ისევე, როგორც ითქმის ეკონომიკაზე, განათლებაზეც შეიძლება ითქვას, რომ რამდენადაც ძლიერია განათლების სისტემა, იმდენად ძლიერია სახელმწიფო, აქედან გამომდინარე, მომავალშიც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა განათლების სფეროს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებაში განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა განახლებული ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან საფუძვლებს დაეფუძნა, ესენია: პატრიოტიზმი, ეროვნული ფასეულობები, საქართველოს ისტორიისა და კულტურის პატივისცემა და უნივერსალური ღირებულებები.

„განათლების სისტემის განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ზუსტად ისევე, როგორც ითქმის ეკონომიკაზე, განათლებაზეც შეიძლება ითქვას, რომ რამდენადაც ძლიერია განათლების სისტემა, იმდენად ძლიერია სახელმწიფო, აქედან გამომდინარე, მომავალშიც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა განათლების სფეროს.

თებერვალში წარდგენილი განახლებული გეგმის შესაბამისად, მიმდინარეობს 250 სკოლის, 6 პროფესიული სასწავლებლის და 2 სასწავლო სახელოსნოს მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განათლების სამინისტრომ შემოგვთავაზა და საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა განახლებული ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან საფუძვლებს დაეფუძნა: პატრიოტიზმი, ეროვნული ფასეულობები, საქართველოს ისტორიისა და კულტურის პატივისცემა, უნივერსალური ღირებულებები. ეროვნული სასწავლო გეგმა, სწორედ, ამ საფუძვლებსა და ღირებულებებს, პრინციპებს უნდა დაეფუძნოს და გაგრძელდება მუშაობა ამ მიმართულებით.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შესწავლილ იქნა არსებული სასკოლო სახელმძღვანელოები და ამ მიმართულებითაც მომავალი წლების განმავლობაში ძალიან დიდი მოცულობის სამუშაოები ჩატარდება, რათა მაქსიმალურად იყოს მორგებული სახელმძღვანელოები სახელმწიფო ინტერესებზე, მოსწავლის განვითარების ინტერესებზე,“- აღნიშნა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძის თქმით, 1 ივლისიდან, საშუალოდ, 500 ლარით იზრდება სკოლების მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის ხელფასები და, საბოლოო ჯამში, ხელფასების მატებაც უნდა აისახოს სკოლებში განათლების ხარისხის გაუმჯობესებაზე.

„ძალიან მნიშვნელოვანი იყო სკოლის მასწავლებლების ხელფასების მატება. 1 ივლისიდან საშუალოდ 500 ლარით იზრდება სკოლების მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის ხელფასები:

დაახლოებით, 70 პროცენტს ანაზღაურება სულ მცირე 500 ლარით, მასწავლებელთა გარკვეულ კატეგორიას კი 800 ლარზე მეტით გაეზრდება.

მასწავლებლების, დაახლოებით, 25 პროცენტს ანაზღაურება სულ მცირე 300 ლარით მოემატება და მასწავლებლების დაახლოებით 5 პროცენტს ანაზღაურება მოემატება სულ მცირე 200 ლარით. საბოლოო ჯამში, ხელფასების მატებაც უნდა აისახოს სკოლებში განათლების ხარისხის გაუმჯობესებაზე“,- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს