მმართველი გუნდი „ამნისტიის კანონის“ მიღებას გეგმავს

მმართველი გუნდი „ამნისტიის კანონის“ მიღებას გეგმავს. როგორც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, „ქართული ოცნება“ საკანონმდებლო ინიციატივას უახლოეს პერიოდში დააინიცირებს და პირველი მოსმენით, ივლისში მიიღებს.

მისივე თქმით, საკანონმდებლო ორგანო „ამნისტიის კანონს“ საბოლოოდ, სამივე მოსმენით სექტემბერში მიიღებს.

„ვმუშაობდით აქტიურად, იუსტიციის სამინისტრო აქტიურად იყო ჩართული სამუშაო პროცესში. უკვე არის შედგენილი შესაბამისი მუხლების, პუნქტების სია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსიდან, რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს ამნისტიის წესით პირთა გათავისუფლებას. ჩვენ დაგეგმილი გვაქვს რომ უახლოეს დღეებში დავაინიციროთ შესაბამისი კანონპროექტი. ჩვენ ივლისში ალბათ, მოგვიწევს რიგგარეშე სესიაზე საუბარი, გარკვეული საკითხები იქნება განსახილველი და ივლისში შესაძლებელი იქნება ამ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღება, ისე რომ სექტემბერში სამი მოსმენით დასრულდეს „ამნისტიის კანონის“ მიღება.

დღევანდელი მონაცემები არ არის ოპტიმალური. ჩვენ გვყავს 10 000-მდე პატიმარი სასჯელაღსრულების დაწესებულებებში და მნიშვნელოვანია, რომ ახლო მომავალში სერიოზულად შემცირდეს პატიმართა რაოდენობა იმისათვის, რომ ჩვენ დავუახლოვდეთ ოპტიმალურ ევროპულ მაჩვენებელს. იმისათვის სასურველი იქნებოდა მინიმუმ დაახლოებით, 1/3-ით პატიმართა რაოდენობის შემცირება და ვფიქრობთ, რომ „ამნისტიის კანონი“ სერიოზულ წვლილ შეიტანს,“ - განაცხადა კობახიძემ.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა