ნიკოლას სენდროვიჩი - ვუერთდებით BTU-ს პროექტს „ქალების მენტორობა ტექ პროგრამებში” და ამით მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის ნებას, გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა (BTU) და ევროპის ბიზნეს ასოციაციამ (EBA) ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ფართომასშტაბიანი პროექტის - „ქალების მენტორობა ტექ პროგრამებში” ფარგლებში, დაინტერესებული მხარეების პირველ შეხვედრას უმასპინძლეს.

შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოების წინაშე სიტყვით გამოვიდა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარების და თანამშრომლობის ხელმძღვანელი, ნიკოლას სენდროვიჩი, რომელმაც პროექტს მხარი დაუჭირა.

„მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის ნებას, გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. შესაბამისად, ხელს ვუწყობთ მოქალაქეების ჩართულობას დემოკრატიულ და ეკონომიკურ პროცესებში. 2024 წელს ეს ნიშნავს ქალების ციფრული ცნობიერების ამაღლებას და ისეთი ინიციატივის მხარდაჭერით, როგორიცაა „ქალების მენტორობა ტექ პროგრამებში”, მიზნად ვისახავთ საინფორმაციო და ტექნოლოგიების სექტორში არსებული ხარვეზების აღმოფხვრასა და ქალთა გაძლიერებას ციფრულ ეპოქაში,” - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარებისა და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა ნიკოლას სენდეროვიჩმა.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტი „ქალების მენტორობა ტექ პროგრამებში’’ მიზნად ისახავს, სამი ნაკადის განმავლობაში, 1100 ბენეფიციარისა და 320 მენტორის მოზიდვას. მნიშვნელოვანია, რომ პროექტი მიზნად ისახავს, ქალთა ჩართულობას მთელი ქვეყნის მასშტაბით. სწორედ ამიტომ მონაწილეთა მინიმუმ 30% სწორედ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან შეირჩევა.

ხუთთვიანი ინტენსიური მენტორობის სესიები 5 ძირითად ტექნოლოგიურ სფეროში განხორციელდება. ესენია: კიბერუსაფრთხოება, Front-end დეველოპმენტი, გრაფიკული დიზაინი, ციფრული მარკეტინგი და UX/UI დიზაინი. პირველი ნაკადის ბენეფიციარების გადამზადება 2024 წლის ივლისიდან დაიწყება და მასში 100 ბენეფიციარი და 70 მენტორი ჩაერთვება.

30 წელზე მეტია, ევროკავშირს საქართველოსთან მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობა აკავშირებს. ქვეყნის განვითარებას ევროკავშირი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებით და ექსპერტული, ინოვაციებისა და ფინანსური მხარდაჭერის გზით ახორციელებს. ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობა მშვიდობის, თავისუფლების, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის საერთო ღირებულებებს ეფუძნება.

(R)

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა