საქართველოს აკვაკულტურის განვითარების საკითხები სამოქალაქო კომიტეტის შეხვედრაზე განიხილეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ჩართულობით, საქართველოს აკვაკულტურის მდგრადი განვითარების 2024-2028 წლების სტრატეგია და სამოქმედო გეგმის პროექტები შეიმუშავა. აღნიშნული დოკუმენტები სამოქალაქო კომიტეტის წევრებს, დარგის სპეციალისტებს, ასოციაციების წარმომადგენლებს და ფერმერებს გააცნეს.

ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, კომიტეტის შეხვედრას, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, ევროკავშირის, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით გაიმართა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე ესწრებოდა.

მინისტრის მოადგილემ ქვეყანაში აკვაკულტურის განვითარებისთვის ბოლო წლებში გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მნიშვნელობიდან გამომდინარე, სამინისტროს სტრუქტურაში აკვაკულტურის განვითარების ერთეული შეიქმნა.

„საქართველოს აკვაკულტურის განვითარების დიდი პოტენციალი აქვს; შესაბამისად, ჩვენი მიზანია, არსებული შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოვიყენოთ. ქვეყანაში აკვაკულტურის განვითარების და საექსპორტო შესაძლებლობების გაზრდის მიმართულებით სამინისტროს კონკრეტული გეგმები აქვს დასახული. შემუშავებული სტრატეგია, ვფიქრობ, ღირებული დოკუმენტია, რომელზე დაყრდნობითაც დარგში დასაქმებული ფერმერების ხელშეწყობა, შესაძლებლობების ზრდა და სწორი აქცენტების განსაზღვრა მოხდება“, - განაცხადა თენგიზ ნასარიძემ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს აკვაკულტურის მდგრადი განვითარების 2024-2028 წლის სტრატეგია ათ ძირითად ამოცანას მოიცავს, მათ შორის, თევზის ბუნებრივი რესურსების და მოქმედი აკვაკულტურის მეურნეობების ინვენტარიზაციას; პერსპექტიული თევზის სახეობებისა და წყლის ეკოსისტემების ფონდის განსაზღვრას; აკვაკულტურის წარმოების მდგრადი მეთოდების დანერგვას და ეკოლოგიურად მიზანშეწონილი ახალი მიმართულებების განვითარებას; აკვაკულტურის დარგის სპეციალისტების მომზადებას, გადამზადებას და კვალიფიკაციის ამაღლებას; საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარებას, ახალი საწარმოო სისტემების შექმნას და არსებული სისტემების მოდერნიზაციას; წარმოებული თევზის პროდუქტების ხარისხის გაუმჯობესებას და უსაფრთხოების მოთხოვნების დაკმაყოფილებას; საქართველოში წარმოებული აკვაკულტურის პროდუქციის რეალიზაციისათვის წარმატებული მარკეტინგული მიდგომების განვითარებას.

„აღსანიშნავია, რომ აკვაკულტურის განვითარება სამინისტროსთვის პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს; 2020 წელს ქვეყანაში აკვაკულტურის შესახებ კანონი ამოქმედდა, 2023 წელს კი, საზღვაო აკვაკულტურის ფერმერების მოსაწყობად, აჭარის, სამეგრელოს და გურიის სანაპირო ზოლში 8 ლოკაცია გამოიყო. გადადგმული ნაბიჯების შედეგად, 2024 წელს, ევროკავშირმა საქართველოს სახელმწიფო უწყებების მიერ გაცემული თევზჭერის სერტიფიკატები ოფიციალურად აღიარა, რამაც ქართველ მეწარმეებს ზღვაში დაჭერილი თევზისა და თევზჭერის პროდუქტების ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტის შესაძლებლობა მისცა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა