ეუთო/ოდირი - გენდერული კვოტების გაუქმება დროებითი სპეციალური ზომების ალტერნატიული ფორმების გარეშე საქართველოში გენდერული თანასწორობის კუთხით უკანდახევას წარმოადგენს

გენდერული კვოტების გაუქმება დროებითი სპეციალური ზომების ალტერნატიული ფორმების ან საქართველოში ქალთა პოლიტიკური წარმომადგენლობის დაჩქარების მიზნით სხვა აღიარებული მექანიზმების შემოღების გარეშე, გენდერული თანასწორობის წინსვლისთვის უკანდახევას წარმოადგენს, - ამის შესახებ გენდერული კვოტების გაუქმებასთან დაკავშირებულ ორგანულ კანონებზე ეუთო/ოდირის დასკვნაშია აღნიშნული, რომელიც ორგანიზაციამ სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე მოამზადა.

„2024 წლის 21 მაისს გამოქვეყნებული „საარჩევნო კოდექსში“ და „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებები აუქმებს გენდერულ კვოტებს, რომელიც შესაბამისია საპარლამენტო და მუნიციპალური არჩევნებისთვის პარტიული სიებისთვის, ასევე ფინანსურ სტიმულს პოლიტიკური პარტიების წახალისების მიზნით, რათა უფრო მეტი ქალი კანდიდატურა წამოაყენონ, ვიდრე კანონით განსაზღვრული მინიმუმია. დროებითი სპეციალური ზომების ალტერნატიული ფორმების ან საქართველოში ქალთა პოლიტიკური წარმომადგენლობის დაჩქარების მიზნით სხვა აღიარებული მექანიზმების შემოღების გარეშე, ეს წარმოადგენს უკანდახევას საქართველოში გენდერული თანასწორობის წინსვლისთვის, რომელიც არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებს და ეუთო-ს ვალდებულებებს, რომელიც ქალების წინააღმდეგ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში დისკრიმინაციის აღმოფხვრას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია დასკვნაში.

ეუთო/ოდირი საქართველოს ხელისუფლებას რამდენიმე რეკომენდაციით მიმართავს.

„საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად, ხელისუფლებამ უნდა მიიღოს გადაუდებელი ზომები ეფექტური დროებითი სპეციალური ზომების დასანერგად, რათა აღმოიფხვრას ქალთა დისკრიმინაცია საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. სხვა თანაბრად ეფექტური სპეციალური ზომების შესახებ წინადადებების არარსებობის პირობებში და იმ გავლენის გათვალისწინებით, რაც კვოტას აქვს საქართველოში ქალთა მონაწილეობაზე, ხელისუფლებამ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს სავალდებულო საარჩევნო გენდერული კვოტების ხელახლა შემოღებას, ისევე როგორც მოთხოვნას, რომ ქალი პარლამენტის წევრის მანდატის გაუქმების შემდეგ ის ჩაანაცვლოს იმავე პარტიულ სიაში მყოფმა კანდიდატმა ქალმა, რაც მნიშვნელოვანი ღონისძიებაა კვოტის ეფექტური განხორციელების უზრუნველსაყოფად ხელახლა შემოღების შემთხვევაში“, - აღნიშნულია დასკვნაში.

გარდა ამისა, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ხელისუფლებამ შეიძლება განიხილოს კიდევ უფრო ძლიერი ზომების დანერგვა კონკრეტული, გაზომვადი და მკაფიოდ განსაზღვრული მიზნებითა და ამოცანებით, დამოუკიდებელი მონიტორინგისა და მონაცემთა შეგროვების მექანიზმით და მათი გავლენის შეფასების მკაფიო ვადით.

„ხელისუფლებამ საარჩევნო კოდექსში უნდა შეიტანოს დებულება, რომელიც განმარტავს პირობებს, რომლითაც გენდერული კვოტები, ხელახლა შემოღების შემთხვევაში, მოიხსნება, როდესაც გენდერული თანასწორობის მიზნის მიღწევა მოხდება, ხელახლა უნდა შემოიღოს პოლიტიკური პარტიებისთვის ფინანსური წახალისება პარტიულ სიებში ქალთა ჩართვის გასაძლიერებლად; განიხილოს დამატებითი საკანონმდებლო ან სხვა ზომები, რათა ხელი შეუწყოს უფრო დაბალანსებულ და მრავალფეროვან წარმომადგენლობას პარტიულ სტრუქტურებში და, ზოგადად, უფრო შიდაპარტიულ დემოკრატიას შიდაპარტიული გენდერული პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელებისას, მათ შორის ღონისძიებები ან წახალისება ქალების კანდიდატების მოზიდვის, დაკომპლექტების, ჩართულობისა და ხელშეწყობის მიზნით და ძლიერი ჩარჩოს შემუშავება პოლიტიკაში ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციისა და წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით“, - აღნიშულია დასკვნაში.

ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ თუ საქართველოს ხელისუფლებამ არ აირჩია სავალდებულო საარჩევნო გენდერული კვოტების ხელახალი შემოღება, მინიმუმ, უნდა განიხილებოდეს ალტერნატიული, თანაბრად ეფექტური, დროებითი სპეციალური ზომების ან სხვა აღიარებული მექანიზმების მიღება ქალთა პოლიტიკური ჩართულობის გასაზრდელად.

„თუ საქართველოს ხელისუფლებამ არ აირჩია სავალდებულო საარჩევნო გენდერული კვოტების ხელახალი შემოღება, მინიმუმ, უნდა განიხილებოდეს ალტერნატიული, თანაბრად ეფექტური, დროებითი სპეციალური ზომების ან სხვა აღიარებული მექანიზმების მიღება ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის დასაჩქარებლად. ასეთი ღონისძიებები შეიძლება მოიცავდეს მიზნობრივი პოლიტიკური კამპანიის დაფინანსების, ზომებს ან წახალისებას ქალი კანდიდატების მოზიდვის, დაკომპლექტების, ჩართულობისა და პოპულარიზაციისთვის, პოლიტიკური პარტიებისთვის ფინანსურ სტიმულებს. მედიის მიზანმიმართული რეგულირება, ისევე როგორც სხვა ღონისძიებები დისკრიმინაციისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში პოლიტიკაში, მათ შორის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალთა სრული, თავისუფალი და დემოკრატიული მონაწილეობის აუცილებლობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას და საგანმანათლებლო კამპანიებს პოლიტიკოსებში, მედიასა და ფართო საზოგადოებაში“, - აღნიშნულია დასკვნაში.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა