„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, „აისბერგ თბილისი“ მზის პანელებს დაამონტაჟებს

საქართველოს ბანკი, როგორც ძლიერი კერძო ფინანსური ინსტიტუტი, გარემოზე ზრუნვას და მწვანე მიმართულებით ახალი პროექტების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკთან პარტნიორობით, კომპანია „აისბერგ თბილისი“ მზის პანელებს დაამონტაჟებს. ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, „აისბერგ თბილისი“ წარმოადგენს სამაცივრე სასაწყობე მეურნეობას, რომლის წლიური დანახარჯების უდიდესი წილი ელ.ენეგიის ღირებულებაზე მოდის.

პროექტის ჯამური ღირებულება 220 ათასი ევროა და ის საქართველოს ბანკისა და ა(ა)იპ „სოფლის განვითარების სააგენტოს“ სუბსიდირებული ფინანსური რესურსით ხორციელდება.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, „აისბერგ თბილისის“ ტერიტორიაზე, 500 კვტ. დადგმული სიმძლავრის TRINA SOLARIS მზის პანელები დამონტაჟდება, ჯამში 760 ერთეული. მზის სადგური წლიურად დაახლოებით 740 000 კვტ/სთ ენერგიას (საერთო მოხმარების დაახლოებით 20%) გამოიმუშავებს, რაც კომპანიას 200 000 ლარამდე დაუზოგავს.

„საქართველოს ბანკისთვის, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიისთვის, გარემოზე ზრუნვა და მწვანე მიმართულება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. შესაბამისად, წლების განმავლობაში, ამ მიმართულების გაძლიერებისთვის, არაერთი პროექტის მხარდამჭერები ვყოფილვართ. მოხარულები ვართ, რომ ჩვენმა კიდევ ერთმა პარტნიორმა კომპანია „აისბერგ თბილისმა“ ენერგიის ალტერნატიულ წყაროზე გადასვლის ახალი პროექტი წამოიწყო, რომელიც საწარმოს მზის პანელებით აღჭურვას გულისხმობს. ენერგიის ალტერნატიულ საშუალებების გამოყენება ერთის მხრივ შეამცირებს გარემოზე ზიანს, ხოლო მეორეს მხრივ - კომპანიას მნიშვნელოვნად შეუმცირებს ხარჯებს. წარმატებებს ვუსურვებთ კომპანიას, ჩვენ ამით არ ვჩერდებით და აქტიურად განვაგრძობთ მწვანე მიმართულებით ბიზნესების მხარდაჭერას“, – განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ირაკლი კიკალიშვილმა.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე