„PLUS პარასკევს“ „საქართველოს ბანკის“ მომხმარებლები სასურველ ნივთებს PLUS ქულებით ნახევარ ფასად შეიძენენ

„საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, 5 ივლისი PLUS-ის დაბადების დღეა. ტრადიციულად, ამ დღეს „საქართველოს ბანკის“ მომხმარებლებს განსაკუთრებული შეთავაზება ელოდებათ.

მათივე ცნობით, „PLUS პარასკევს“ „საქართველოს ბანკის“ 200-ზე მეტ პარტნიორ მაღაზიაში PLUS ქულებით გადახდისას განსაკუთრებულ შეთავაზებას, 50%-იან ფასდაკლებას მიიღებს.

„ლოიალურობის პროგრამაში ჩართულია „საქართველოს ბანკის“ ყველა მომხმარებელი, PLUS ქულები კი გროვდება „საქართველოს ბანკის“ POS ტერმინალზე გადახდების შესრულებისას.

დაგროვებული PLUS ქულებით შესაძლებელია ნებისმიერი პროდუქტის შეძენა, მათ შორისაა ტექნიკა, ავეჯი, ტანსაცმელი, ბილეთები და სხვა. PLUS ქულებით, ასევე, შესაძლებელია სამგზავრო ან მობილურის ბალანსის შევსება, კომუნალური გადასახადების დაფარვა ან სხვა სახის მომსახურების მიღება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მათივე განმარტებით, დაბადების დღეზე ფასდაკლება მოქმედებს, როგორც ფიზიკურ, ისე ონლაინ მაღაზიებში. სასურველი ნივთის შეძენა კი შესაძლებელია როგორც მთლიანად PLUS ქულებით, ისე ნაწილობრივ - თანხით.

„მოხარული ვართ, რომ ყოველწლიურად PLUS-ის დაბადების დღეს ჩვენი მომხმარებლები დიდი მოლოდინით ხვდებიან. ჩვენ წელსაც არ ვარღვევთ ტრადიციას და მათ ვაძლევთ შესაძლებლობას, შეიძინონ სასურველი ნივთი ან მიიღონ მომსახურება ნახევარ ფასად, ქულების დახმარებით. წელს 5 ივლისი პარასკევს ემთხვევა, ამიტომაც „საქართველოს ბანკი“ „PLUS პარასკევს“ აღნიშნავს, რაც, ვფიქრობთ, ერთ-ერთ მთავარ შოპინგ დღეს, Black Friday-ს ინტერესით და მოთხოვნით არ ჩამოუვარდება. ჩვენ მომავალშიც არაერთ სიახლეს შევთავაზებთ მომხმარებლებს“, - აცხადებენ „საქართველოს ბანკში“.

„საქართველოს ბანკის“ ლოიალურობის პროგრამის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ამ ბმულს.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს