ბადრი ჯაფარიძე - დარწმუნებული ვარ, რომ აშშ გააგრძელებს იმ უმნიშვნელოვანესი როლის შესრულებას, რომელსაც დღემდე ასრულებს - ეს არის დამოუკიდებელი, დემოკრატიული სახელმწიფოების მხარდაჭერა

დარწმუნებული ვარ, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს იმ უმნიშვნელოვანესი როლის შესრულებას, რომელსაც ის დღემდე ასრულებს - ეს არის დამოუკიდებელი, დემოკრატიული სახელმწიფოების მხარდაჭერა, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს და აშშ-ს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

როგორც ის განმარტავს, აშშ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან გვერდში უდგას ქართველ ხალხს.

„ვულოცავ ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, დამოუკიდებლობის დღეს!

აშშ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან გვერდში უდგას ქართველ ხალხს, ჩვენს ქვეყანას ჩვენი დამოუკიდებლობის, სახელმწიფოებრიობის განმტკიცებაში. მუდმივად იბრძვის და მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციის გზაზე და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზაზე.

დარწმუნებული ვარ, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს იმ უმნიშვნელოვანესი როლის შესრულებას, რომელსაც ის დღემდე ასრულებს - ეს არის დამოუკიდებელი, დემოკრატიული სახელმწიფოების მხარდაჭერა, დემოკრატიული პროცესების მხარდაჭერა და ერების თავისუფლებისთვის ბრძოლა“, - წერს ჯაფარიძე.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე