„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, ვინტაჟური ნივთების ბაზრობაზე ვორკშოპი გაიმართება

„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, ფაბრიკაში Vintage Market იმართება.

კერძოდ, „საქართველოს ბანკის“ ცნობით, 6-7 ივლისს, მცირე და საშუალო ბიზნესები, რომლებიც მომხმარებლებს ვინტაჟურ ტანსაცმელსა და ნივთებს სთავაზობენ, ფაბრიკის ეზოში, ეგნატე ნინოშვილის 8 ნომერში შეიკრიბებიან. ღონისძიების ფარგლებში, 6 ივლისს 16:00 საათზე გაიმართება ვორკშოპი თემაზე „ბიზნესი და გარემოს მიმართ პასუხისმგებლობა“, რომელსაც PlasticWatcher.ge-ის დამფუძნებელი, ეკა ასათიანი გაუძღვება.

„ვორკშოპზე განხილული იქნება შემდეგი თემები:

გარემოზე ნეგატიური კვალის და ქცევის გარემოზე გაკონტროლების მნიშვნელობა;

ცირკულარული აზროვნების ადვოკატირება;

გრინვოშინგი ე.ი. ყალბი მწვანე კამპანიების წარმოება აფსაიქლინგი (Upcycling), როგორც შემოქმედებითი პროცესი.

ვორკშოპზე დასწრება თავისუფალია. ვინტაჟური ნივთების ბაზრობა ფაბრიკაში 13:00 საათიდან დაიწყება და 21:00 საათამდე გაგრძელდება.

ჯამში ბაზრობაზე 20 ვინტაჟური მაღაზია და საწარმო იქნება წარმოდგენილი“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

როგორც ღონისძიების ორგანიზატორები განმარტავენ, ფაბრიკას ეზოში კოლექციონერებთან შეხვედრის შესაძლებლობა იქნება.

„6-7 ივლისს, გელოდებით ყველას, ვინც ყოველდღიურობაში სიახლესა და განსხვავებულობას ეძებთ. ფაბრიკას ეზოში შეხვდებით კოლექციონერებს, ადამიანებს მახვილი თვალით, რომელთაც თქვენთვის განსაკუთრებული ვინტაჟური სამოსისა, თუ ნივთების სელექცია ექნებათ წარმოდგენილი. ჩვენს ეზოში თითოეულ დახლზე იპოვით ნივთებს, რომლებიც სხვადასხვა დროიდან მოდიან, ისტორიებს ჰყვებიან და ემოციებს გადმოსცემენ“, - ამბობენ ღონისძიების ორგანიზატორები.

„საქართველოს ბანკის“ ცნობით, სწორედ ვინტაჟური ნივთების ბაზრობით იწყება „საქართველოს ბანკისა“ და „ფაბრიკა თბილისის“ თანამშრომლობა. ჯამში, წლის განმავლობაში ფინანსური ინსტიტუტის მხარდაჭერით, სამი ბაზრობა გაიმართება - ვინტაჟური ბაზრობა - ივლისში, წიგნის ბაზრობა - სექტემბერში და საშობაო ბაზრობა - დეკემბერში.

“საქართველოს ბანკის“ მიზანია, მცირე და საშუალო ბიზნესებს ახალ შესაძლებლობებზე მისცეს წვდომა, მეტი მომხმარებლის შეძენაში დაეხმაროს და საბოლოოდ, მათი განვითარებით, ეკონომიკის გაძლიერებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს. ღია ბაზრობები, რომლებსაც ფაბრიკა თბილისი ახორციელებს, გამორჩეული შესაძლებლობაა მათთვის, ვისაც საკუთარი პროდუქციის რეალიზაცია და ლოიალური მომხმარებლების შეძენა სურს. ჩვენ მოხარული ვართ, რომ ვთანამშრომლობთ ფაბრიკა თბილისთან და წლის განმავლობაში სამ ბაზრობას გავმართავთ. გვიხარია, რომ ბაზრობის ფარგლებში, გარემოსდაცვითი საკითხებით დაინტერესებულ ადამიანებს ვორკშოპზე დასწრების შესაძლებლობაც ექნებათ, სადაც ამ მიმართულებით აქტუალური კონცეფცები განიხილება. რაც მთავარია, „საქართველოს ბანკი“ არ ჩერდება და მომავალშიც არაერთ საინტერესო ინიციატივას დაუჭერს მხარს მცირე და საშუალო ბიზნესების გაძლიერებისთვის“, - აცხადებენ „საქართველოს ბანკში“.

ვინტაჟური ნივთების ბაზრობის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ამ ბმულს.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
ანდრო გოცირიძე - საქართველოს შეუძლია რუსეთის წიაღს დაუბრუნდეს, ოღონდ, რუსეთის მიერ აღიარებული „სახელმწიფოების“ გარეშე, ეს არის ის ფორმულა, რასაც რუსეთი საქართველოს ოფიციალურად სთავაზობს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ
სააღდგომო შეთავაზებები სილქნეტის მომხმარებლებისთვის