კობა კობალაძემ TIKA-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს, თუბა ოზუთოკს უმასპინძლა

მიმდინარე წლის 4 ივლისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) თბილისის ოფისის ხელმძღვანელთან, თუბა ოზუთოკთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე ისაუბრეს იმ წარმატებულ პროექტებზე, რომლებიც მხარეებს შორის თანამშრომლობის დაწყების დღიდან განხორციელდა.

„შეხვედრაზე განიხილეს ‘’მობილური კლინიკის’’ პროექტი, რომელიც მიმდინარე წელს შემუშავდა და გულისხმობს, ვ. სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლისთვის მაღალი გამავლობის, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი რეანომობილის გადაცემას, რაც, უზრუნველყოფს მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები ვეტერანებისთვის სამედიცინო სერვისების დროულად მიწოდებას.

როგორც თურქმა სტუმრებმა აღნიშნეს, ‘’მობილური კლინიკის’’ პროექტზე მუშაობა, TIKA-ს სათაო ოფისთან ერთად, აქტიურად მიმდინარეობს და მომავალ წელს, წარმატებით დასრულდება.

თუბა ოზუთოკმა განაცხადა, რომ ყველა პროექტი, რომელიც თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტომ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან ერთად განახორციელა და მომავალშიც განახორციელებს, მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ამით, თურქულ მხარეს ეძლევა შესაძლებლობა, თანადგომა გამოხატოს იმ დამსახურებული ადამიანების მიმართ, რომლებიც თავიანთ ქვეყანას ერთგულად ემსახურნენ და დღესაც ემსახურებიან.

კობა კობალაძემ გამოთქვა თანამშრომლობის გაფართოების სურვილი და განაცხადა, რომ მოხარული იქნება, თუ თურქული მხარე, შეიმუშავებს ქართველი ვეტერანების რეგიონული პრინციპით გადამზადების პროგრამას, რომელიც ხელს შეუწყობს საგანგებო სიტუაციების მართვის ღონისძიებებში ვეტერანების ჩართულობას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) თბილისის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე, მუჰამედ ემრე ეზბერი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე, ჯანდრი უბირია და ვ.სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლის დირექტორი, ამურ რევიშვილი.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA-ს) შორის ურთიერთობას 2017 წელს ჩაეყარა საფუძველი. “TIKA” თურქეთის მთავრობის დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციაა, რომელიც, უკვე, 29 წელია, ჩვენი ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში, სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს ერთობლივ პროექტებს ჯანდაცვის, ინფრასტრუქტურის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - არაფერი მიანიშნებს, რომ „ქართული ოცნება“ საგარეო ორიენტირს ცვლის და აშშ-თან ან ევროკავშირთან პოლიტიკური ურთიერთობების დალაგებას ცდილობს, საქმე გვაქვს ეკონომიკური ან ლოჯისტიკური პრობლემების გადაწყვეტის მცდელობასთან
ქართული პრესის მიმოხილვა 11.05.2026
Gorenje-მ ფეხბურთის ლეგენდა ლუკა მოდრიჩი ბრენდის ელჩად დაასახელა: ნამდვილი სიდიადე სახლიდან იწყება
ერთიანი სისტემა წარმოებიდან მომხმარებლამდე - ვერტიკალური ინტეგრაციის მოდელი NMG-ში
50%-იანი ქეშბექი შოპინგზე - Bybit Georgia და City Mall ახალ კამპანიას იწყებენ
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების მეორე ეტაპზე შეთავაზებული აპარტამენტები ერთ დღეში გაიყიდა
რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია „საქრძე“ უერთდება „საოჯახო კალათის“ ინიციატივას
კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია