პაატა შეშელიძე - ახლა ჩინეთი ცდილობს, ანგარიში გაუწიოს დასავლეთს და რაც შეიძლება მეტად დაიქვემდებაროს რუსეთი

რუსეთში სავალუტო კრიზისის შემდეგ რუსეთის საფინანსო და საბანკო სისტემისთვის ჩინური იუანი მნიშვნელოვანი ფულადი ერთეული იყო, მაგრამ, მას შემდეგ რაც ამერიკამ რუსეთის ეკონომიკურ სუბიექტებთან თანამშრომლობისთვის ეკონომიკური სანქციები გაამკაცრა, ჩინურმა ბანკებმა მოსკოვის ბირჟები დატოვეს, თუ რა გავლენას იქონიებს მომხდარი რუსული საფინანსო და საბანკო სისტემისთვის და ეკონომიკისთვის ინტერპრესნიუსი ახალი ეკონომიკური სკოლის პრეზიდენტს, პაატა შეშელიძესე ესაუბრა.

- ბატონო პაატა, მას შემდეგ, რაც სანქციების გამო მოსკოვის სავალუტო ბირჟა დაიხურა, ამერიკულ დოლართან მიმართებაში რუსული რუბლის კურსის დადგენის ერთადერთ საშუალებად ჩინური იუანი იყო დარჩენილი.

რუსული წყაროები იუწყებიან, რომ ჩინურმა ბანკებმა რუსული ბირჟები დატოვეს. მომხდარი რიგით ეკონომიკურ მოცემულობას არ ჰგავს. რუსული წყაროებისვე მტკიცებით, რუსეთის შავ ბაზარზე იუანზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაზრდილია.

ჩვენ ამ თემას შევეხებით, მაგრამ მანამდე მინდა გკითხოთ - სავარაუდოდ, რას შეიძლება ნიშნავდეს მოსკოვის ბირჟებიდან ჩინური ბანკების გასვლა?

- ამერიკას აქვს ასეთი მიდგომა, ესაუბრება ყველას, ოღონდ მათ უნდა დაიცვან წესები, რომელიც გულისხმობს რუსეთთან მიმართებაში გარკვეულ სიმკაცრეს. ისინი მკაცრად უდგებიან იმ საკითხს, რომელიც ეხება დასანქცირებულ კომპანიებთან სხვების ურთიერთობას. ამ შემთხვევაში საუბარია იმაზე, რომ დასანქცირებული კომპანიები არ უნდა სარგებლობდნენ საბანკო მომსახურებით.

თითქმის არც ერთი ევროპული ბანკი ან სხვა ბანკი აღარ აკეთებს ტრანსფერებს რუსეთში იმ კომპანიებთან, რომლებიც გარკვეული ფორმით დაკავშირებული არიან რუსეთის სამხედრო წარმოებასთან.

თითქმის არც ერთი ევროპული ბანკი ან სხვა ბანკი აღარ აკეთებს ტრანსფერებს რუსეთში იმ კომპანიებთან, რომლებიც გარკვეული ფორმით დაკავშირებული არიან რუსეთის სამხედრო წარმოებასთან

ანალოგიური მოთხოვნები ამერიკას ჰქონდა ჩინეთის მიმართ. 2024 წლის დასაწყისიდან ჩინური ბანკები თანდათან აღარ ახორციელებენ ტრანსფერებს იმ კომპანიებზე, რომლებიც სადანქცირებულთა სიაში არიან. ამას მოჰყვა ის, რომ თანდათან შემცირდა ვაჭრობა რუსეთსა და ჩინეთს შორის, ამის გამო შემცირებულია საბანკო ტრანსაქციებიც.

ჩინეთის დიდი ბანკები ამერიკელების ამ წესებს იცავენ, მაგრამ ჩინეთის პატარა ბანკები ამ წესს არ იცავენ. იქმნება ახალი ბანკები ორ ქვეყანას შორის საზღვრისპირას, რაც შექმნილ ვითარებაში გამოსავლის შესაძლებლობას იძლევა, მაგრამ, მსხვილი ბანკები რუსეთთან აღარ მუშაობენ.

რახან პრაქტიკულად საბირჟო ვაჭრობა შეჩერებულია, მოსკოვის ბირჟაზე არც ჩინურ და არც სხვა ბანკებს არაფერი ესაქმებათ.

ასეა, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მხრიდან ჩინურ იუანზე მოთხოვნა გაზრდილია. სინამდვილეში იუანზე ვერც ვერაფერს იყიდი გარდა ჩინური ნაწარმის ან საქონლისა. ამიტომ ჩინური იუანი არ არის მნიშვნელოვანი სავაჭრო ვალუტა.

ჯერჯერობით ასეა. ამიტომ, რუსეთისთვის ჩინეთთან არსებული ვაჭრობის დონე საკმარისი არ არის. რუსეთის პრობლემაა ის, რომ იგი ვერ ყიდის იმას, რაც და სადაც უნდა გაყიდოს. ასეთია მოცემულობა. რაც შეეხება მომხდარის შედეგებს რუსეთისთვის.

რუსეთის პრობლემაა ის, რომ იგი ვერ ყიდის იმას, რაც და სადაც უნდა გაყიდოს. ასეთია მოცემულობა

- ვიდრე რუსეთისთვის შედეგებს შევეხებით, იუანის თემა რომ დავასრულოთ, აქტუალური კითხვაა - ჩინური ბანკების მოსკოვის ბირჟებიდან გასვლა, ეკონომიკურის გარდა, პეკინის პოლიტიკური გადაწყვეტილება შეიძლება იყოს?

- ჩინეთისთვის ამერიკასთან ურთიერთობა არის მნიშვნელოვანი. მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყნებს შორის რაც ხდება პოლიტიკურ კონფლიქტად აღიქმება, რაც გარკვეულ წილად არის კიდეც პოლიტიკური კონფლიქტი, ეკონომიკურად ჩინეთი მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული დასავლეთზე. ტექნოლოგიებით, გაყიდვებით, ინვესტიციებით, შრომის კულტურით და კიდევ ბევრი სხვა რამითაც.

ჩინეთისთვის მნიშვნელოვანია ანგარიში გაუწიოს იმას, ვინც რეალურად ახდენს გავლენას მოვლენებზე, ვიდრე იმგვარი ნაბიჯები გადადგას, რომელიც ფანტაზიების გამოკიდებას ემსგავსება. მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთს დასავლეთთან იდეოლოგიური და პოლიტიკური კონფლიქტები აქვს, ჩინეთი უფრო მეტ ანგარიშს გაუწევს დასავლეთს, ვიდრე რუსეთს. მითუმეტეს, რომ ჩინეთისთვის რუსეთი უფრო საკბილოა, ვიდრე პარტნიორი.

მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთს დასავლეთთან იდეოლოგიური და პოლიტიკური კონფლიქტები აქვს, ჩინეთი უფრო მეტ ანგარიშს გაუწევს დასავლეთს, ვიდრე რუსეთს. მითუმეტეს, რომ ჩინეთისთვის რუსეთი უფრო საკბილოა, ვიდრე პარტნიორი

ჩინეთის ინტერესია რუსეთის რესურსები და არა პოლიტიკა, რომელიც პეკინისთვის თავისი მიზნების განსახორციელებლად საჭირო და ხელსაყრელი არ არის. ჩინეთისთვის ბევრად უფრო საინტერესო იქნებოდა რომ რუსეთი საერთოდ არ არსებობდეს, თავად იყვნენ ცენტრი და აღმოსავლეთ ნახევარსფეროს გამგებლებიც თავად იყვნენ.

ამიტომაცაა, რომ ჩინეთს ბევრად ურჩევნია ანგარიში გაუწიოს რეალურ ძალას და ურთიერთობა არ გაიფუჭოს დასავლეთთან. ახლა ჩინეთი ცდილობს, ანგარიში გაუწიოს დასავლეთს და რაც შეიძლება მეტად დაიქვემდებაროს რუსეთი, თუ იგი საერთოდ არ იარსებებს, პეკინისთვის კიდევ უფრო უკეთესი იქნება.

ახლა ჩინეთი ცდილობს, ანგარიში გაუწიოს დასავლეთს და რაც შეიძლება მეტად დაიქვემდებაროს რუსეთი

- რას შეიძლება ნიშნავდეს ის, რომ ჩინური ბანკების მოსკოვის ბირჟებიდან გასვლის შემდეგ რუსეთში იუანზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაზრდილია?

- ეს ნიშნავს იმას, რომ რუსული საბანკო სისტემა ცუდად მუშაობს. ბაზარი ყოველთვის მუშაობს რეალური მყიდველისთვის.

შავ ბაზარზე იუანზე მოთხოვნა იმიტომაა გაზრდილი, რომ ბაზარზე მოთხოვნა მიწოდება არსებობს. იუანზე მოთხოვნა იმის გამოა გაზრდილი, რომ რუსეთს დასავლეთთან ვაჭრობის დეფიციტი აქვს. ახლა რუსეთი დასავლეთთან აღმოსავლეთის გავლით, კერძოდ კი ჩინური იუანის საშუალებით ვაჭრობს. თუ ჩინეთში რამე გინდა იყიდო, ამისთვის იუანი გჭირდება.

შავ ბაზარზე იუანზე მოთხოვნა იმიტომაა გაზრდილი, რომ ბაზარზე მოთხოვნა მიწოდება არსებობს. იუანზე მოთხოვნა იმის გამოა გაზრდილი, რომ რუსეთს დასავლეთთან ვაჭრობის დეფიციტი აქვს. ახლა რუსეთი დასავლეთთან აღმოსავლეთის გავლით, კერძოდ კი ჩინური იუანის საშუალებით ვაჭრობს

მაგრამ, ფაქტია, რომ ჩინეთსა და რუსეთს შორის ვაჭრობის მოცულობაა მკვეთრად შემცირებული. არც იმის თქმაა შესაძლებელი, რომ რუსულ ბაზარს ჩინეთი ავსებს, ამის თქმა არ შეიძლება. ჯერჯერობით, ასეთია მოცემულობა.

- მოსკოვის ბირჟებიდან ჩინური ბანკების გასვლა რა გავლენას იქონიებს რუსეთის საბანკო-საფინანსო სისტემაზე?

- ჩინური ბანკების მონაწილეობა რუსულ ბირჟებზე გამოიხატება იმაში, რომ ბანკები კლიენტების დავალებით ვაჭრობენ უცხოური ვალუტით, და პოლიტიკურად აბალანსებენ სხვა ქვეყნებს. მექანიზმი, რომელიც მოთხოვნა-მიწოდებას უნდა განსაზღვრავდეს ლეგალურიდან გადავიდა არა ლეგალურ სივრცეში, რაც ჩემი აზრით, ლოგიკურიც და სწორიცაა.

ჩემი აზრით, ცენტრალიზებული ბირჟები არ უნდა არსებობდეს, მასში პოლიტიკური კომპონენტი არ უნდა იყოს ჩართული. ბაზარი იმის ბაზარია, რომ ის თავად არეგულირებდეს ვაჭრობა და თან ვითარდებოდეს ეს პროცესი.

ფორმალური ბირჟის მუშაობის შეჩერება პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო და იგი ახლა კომპენსირდება შავი ბაზრით, სადაც სხვა ფასები და მასშტაბებია. მასშტაბების შემცირების გამო ფასებიც მაღალია. იუანზე მოთხოვნა დიდია, მიწოდება კი მცირე. ეს კი აძვირებს იმ საქონელს, რაც რუსებს სჭირდებათ.

ფორმალური ბირჟის მუშაობის შეჩერება პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო და იგი ახლა კომპენსირდება შავი ბაზრით, სადაც სხვა ფასები და მასშტაბებია. მასშტაბების შემცირების გამო ფასებიც მაღალია. იუანზე მოთხოვნა დიდია, მიწოდება კი მცირე. ეს კი აძვირებს იმ საქონელს, რაც რუსებს სჭირდებათ

ჩინეთს აქვს ბანკების სამი დონე - არის დიდი ჩინური საერთაშორისო ბანკები, ასეთი ბანკები მარტო რუსეთში 6 თუ 7 -ია. გარდა ამისა, არის გლობალური საერთაშორისო ბანკები, რომლის საქმიანობაში ჩინელები მონაწილეობენ, და არის მცირე ბანკები, რომლებიც ლოკალური მნიშვნელობის არიან.

ასეთი ბანკები ჩინეთში ათობით და ასეულობით კია. ეს ბანკები კი მუშაობენ, მაგრამ, მათი მასშტაბია მცირე. ეს მცირე ბანკები რუსეთში წარმოდგენილი არც იყვნენ, მაგრამ, ვაჭრობას ახორციელებენ. მათ აქვთ პოტენციალი, რომ ივაჭრონ არა ბირჟებზე, არამედ გარიგებების საფუძველზე.

ცენტრალიზებული ბირჟების ნაცვლად ვიღებთ დეცენტრალიზებულ სისტემას, რომელშიც წვრილი ბანკების გარკვეული ნაწილი მონაწილეობს. ჩემთვის ძნელია იმაზე საუბარი მათი საქმიანობა რამდენად კოორდინირებულია ჩინეთის მთავრობის მხრიდან, მაგრამ, ამას არ გამოვრიცხავ, რადგან ვიცით თუ როგორია ჩინეთში მმართველობის სისტემა.

ცენტრალიზებული ბირჟების ნაცვლად ვიღებთ დეცენტრალიზებულ სისტემას, რომელშიც წვრილი ბანკების გარკვეული ნაწილი მონაწილეობს. ჩემთვის ძნელია იმაზე საუბარი მათი საქმიანობა რამდენად კოორდინირებულია ჩინეთის მთავრობის მხრიდან, მაგრამ, ამას არ გამოვრიცხავ, რადგან ვიცით თუ როგორია ჩინეთში მმართველობის სისტემა

მაგრამ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთს არ აქვს პრობლემა. რუსეთს შეზღუდული აქვს მიწოდება და ადამიანებს, თუ რამის შეძენა დასჭირდათ, მისი შეძენა სულ მეტად გაუჭირდებათ. ახლა ასეთი მოცემულობაა - რუსეთს რისი შეძენა დასჭირდებათ უცხოეთში, სულ უფრო მეტად ძვირი დაუჯდებათ. მეტიც, ამ საკითხში კოლექტიური დასავლეთი და ამერიკა რაც მეტად თანმიმდევრული იქნება, რუსეთს სულ უფრო მეტად გაუჭირდება.

- დამკვირვებელთა ნაწილი თვლის, რომ მომხდარი ხელს შეუწყობს რუსეთის საფინანსო სისტემის დასუსტებას, არაა გამორიცხული, ჩინეთთან ვაჭრობაში ბარტერულმა გარიგებებმა მოიმატოს, ნაღდი ანგარიშსწორებით ცხოვრების გაგრძელება შესაძლებელია, მაგრამ, 21-ე საუკუნეში ასე დიდხანს გაგრძელება რუსეთს ბევრ პრობლემებს შეუქმნის.

როგორ ჩანს, სანქციები, შესაძლოა, სრულად ვერა, მაგრამ მაინც მუშაობს...

- რა თქმა უნდა, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მუშაობს და თქვენ რა ჩამონათვალიც გააკეთეთ ეს ტენდენციები არა მარტო შენარჩუნდება, გაღრმავდება და გაძლიერდება, ვიდრე რუსეთის საგარეო პოლიტიკა მნიშვნელოვნად არ შეიცვლება.

მაგრამ, მანამდე, ყოველ;თვის მოიძებნება ვინც მზად იქნება რუსეთთან თუნდაც ბარტერით ივაჭროს. ამის მსურველები სულ მცირდება და მცირდება. მაგრამ, აქ უნდა დავაზუსტოთ, რუსეთთან ყველაფრის ვაჭრობა კი არ არის აკრძალული, არამედ საუბარია ისეთ საქონელზე, რომლის გამოყენება სამხედრო მრეწველობისთვისაა შესაძლებელი.

რუსეთთან ყველაფრის ვაჭრობა კი არ არის აკრძალული, არამედ საუბარია ისეთ საქონელზე, რომლის გამოყენება სამხედრო მრეწველობისთვისაა შესაძლებელი

საუბარი საღეჭ რეზინებზე, ყველსა და პურზე, რა თქმა უნდა არაა. ეგ კი არა ნავთობიც და კიდევ ბევრი რამაც რუსული იყიდება. აკრძალვა ეხება ელექტრონულ საქონელს, მიკრო პროცესორებს, სხვადასხვა ჩიპებს და კიდევ ბევრ სხვა რამეს. არც ტანსაცმელი და არც კოკა-კოლა აუკრძალია ვინმეს. თავად კოკა-კოლამ თქვა არ მინდაო და გავიდა რუსეთის ბაზრიდან. სამშვიდობო და სამომხმარებლო საქონელი რუსეთში ჩვეულებრივად იყიდება, თუ ამის სურვილი ამა თუ იმ კომპანიას აქვს.

- ასეთ რეჟიმში ცხოვრება რუსეთს საკმაოდ მძიმე ტვირთად დააწვება...

- რუსებს უწევთ ბევრი რამის ჩანაცვლება, რაც ითხოვს დამატებით ადამიანურ, ინტელექტუალურ და ფინანსურ რესურსებს, რისი ნაკლებობა რუსებს ახლა აქვს. ეს კი აისახება მათ ეკონომიკაზე.

რუსებს ახლა უწევთ ბევრი რამის თავად კეთება, მაგრამ, რასაც ვერ აკეთებენ უცხოეთში იძენენ, მაგრამ, გაცილებით უფრო ძვირად, ვიდრე ამას სანქციებამდე აკეთებდნენ.

რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები, რა თქმა უნდა მუშაობს, მაგრამ, იმაზე, თუ რამდენად მუშაობენ ეს სანქციები, ჩემი აზრით, ჩვენ არა გვაქვს სწორი წარმოდგენა. თან რუსეთის დასჯის ეს მექანიზმიც გაუგებარია, რადგან ტოვებს უცნაურობის განცდას. ვგულისხმობ იმას, რომ სანქციები სრულად არ და ვერ მუშაობს, რაც ახანგრძლივებს რუსული რეჟიმის არსებობას.

რუსეთის წინააღმედგ დაწესებული სანქციები, რა თქმა უნდა მუშაობს, მაგრამ, იმაზე, თუ რამდენად მუშაობენ ეს სანქციები, ჩემი აზრით, ჩვენ არა გვაქვს სწორი წარმოდგენა

- ნავთობის და კიდევ სხვა ტიპის რესურსების უკანანო ვაჭრობით რუსეთს შემოსავლები ნამდვილად არ აკლდება...

- დიახ, ამას ვგულისხმობ. პირიქით, არის სფეროები, რომლიდანაც, სამწუხაროდ, შემოსავლები რუსეთს ეზრდება.

- ასე იქნება მანამ, სანამ ეს ხვრელები არსებობს და მათი რეალურად ამოქოლვის მექანიზმები არსებობს. თქვენი აზრით, სანქციები კიდევ უფრო გამკაცრდება?

- ჩემი აზრით, ბევრი რეგულაცია, რომელიც თუნდაც აშშ-ში არსებობს, ხელს უშლის ისეთი ცვლილებების მიღებას, რომელიც პეტროდიქტატურებს ძირს გამოუთხრის.

დასავლეთის ბევრი სანქცია არაგონივრულია აშკარად. უფრო თავის თავზე დაწესებულ სანქციას ჰგავს. ატომური ენერგიის გამოყენებაზე გერმანიამ მიიღო გადაწყვეტილება, შედეგად მიიღო რუსეთზე სრული დამოკიდებულება. ახლა ომის გამო დროებით კი უარი თქვეს.

ასეთი არაგონივრული გადაწყვეტილებები ხელს უწყობს პეტროდიქტატურების არსებობას. რუსეთის გარდა პეტროლზე, ანუ ნავთობზე დამოკიდებული ხელისუფლებები არსებობენ ვენესუელაში, ირანში, არაბეთის ბევრ ქვეყანაში. ზოგი არ იბრძვის, მაგრამ, ფაქტია, რომ მათი ავტორიტარული ხელისუფლება ნავთობზეა დამოკიდებული.

არაგონივრული გადაწყვეტილებები ხელს უწყობს პეტროდიქტატურების არსებობას. რუსეთის გარდა პეტროლზე, ანუ ნავთობზე დამოკიდებული ხელისუფლებები არსებობენ ვენესუელაში, ირანში, არაბეთის ბევრ ქვეყანაში. ზოგი არ იბრძვის, მაგრამ, ფაქტია, რომ მათი ავტორიტარული ხელისუფლება ნავთობზეა დამოკიდებული

- აღარავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს ის რომ ინდოეთი გადაუმუშავებელ ნავთობს ყიდულობს რუსეთიდან და გადამუშავების შემდეგ ყიდის სხვა ქვეყნებში...

- არიან ქვეყნები, რომლებმაც რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები სათავისოდ გამოიყენეს. ინდოეთი ვითომ დემოკრატიული ქვეყანაა, მაგრამ, იმას აკეთებს რაც თქვენ ბრძანეთ.

არაა გამორიცხული ინდოეთი ამას იმიტომ აკეთებს, რომ აშშ მხარს მის ოპონენტ პაკისტანს უჭერს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, რუსეთზე დაწესებული სანქციებით, ბევრი ქვეყანა თავის ინტერესებსა თუ ხუშტურებს იკმაყოფილებს. ამგვარ მიდგომას ბევრი რამ ეწირება, მათ შორის ჩვენი, საქართველოს ინტერესები.

ინტერპრესნიუსი

კობა ბენდელიანი

ვახტანგ ხმალაძე - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებებში შეიჭრა, რისი უფლებაც მას არ ჰქონდა
გიორგი გობრონიძე - ხელისუფლება საზოგადოებასთან ბოლომდე გულწრფელი არ არის
ქართული პრესის მიმოხილვა 22.07.2024
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო