“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

„ჯივიპის“ ინფორმაციით, 7 ივლისს, გამთენიისას, სამგორის რაიონში, გახოკიძის ქუჩაზე „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სატუმბო სადგურზე, რომელიც ისანი-სამგორის მოსახლეობის ნაწილს სასმელი წყლით ამარაგებს, უამინდობის გამო მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები ავარიულად დაზიანდა.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ცნობით, აღნიშნულმა დაზიანებამ ტუმბო-აგრეგატის მუშაობა დროებით შეაფერხა. ელექტროგადამცემ სისტემაზე აღდგენითი სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

„აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს, 7 ივლისს წყალმომარაგება დროებით შეზღუდული ექნება:

ვარკეთილი 3-ის I, II, III მიკრორაიონებს, ვარკეთილი ზემო პლატოს, ფანასკენტელ-ციციშვილის, თრიალეთის, ხომლელის, გახოკიძის, მაისურაძის, აბაშვილის ქუჩებს, ჯავახეთის მე-2 შესახვევს, აეროდრომის მე-11, მე-12 და მე-14 ქუჩებს, ბრილების, კალოუბნის N2-N20, კალოუბნის N32,N33, N34,N35, N36, N38, თვალჭრელიძის N2-ს, ალექსანდრე თვალჭრელიძის I შესახვევს, გივი ამილახვრის და მიმდებარე ქუჩას.

ორხევის დასახლებაში: ფიროსმანის, სააკაძის, ბანეთიშვილის და ესენინის ქუჩებს.

აეროპორტის დასახლებას, ქვემო ალექსეევკას, ხვედელიანის, იგოთის, მ. გრიგორაშვილის, ვ. ბარდაველის, ლეო დავითაშვილის, სანდრო შანშიაშვილის ქუჩებს, კახეთის გზატკეცილის N73,75,83,87,89.

ვარკეთილის მეურნეობის, ორხევის, თეთრიხევის, თვალჭრელიძის, იუმაშევის, რუსთაველის, ფრანგულიანის, დავითაშვილის, ახვედელიანის და მიმდებარე ქუჩებს, ლილოს დასახლებას 2 მიკრორაიონის N10,11,12.

ჭირნახულის, მეფრინველეობის ქუჩას და შესახვევებს, სტურუას, ნამორაძის, აფხაზავას, გოკიელის, ლეონტი მროველის, ტყემალაძის, არსენ მეკოკიშვილის ქუჩებს, საქნავთის, სადგური ლილოს, ლოჭინოს დასახლებებს, ლილოს დასახლების 1-ელ და მე-2 მიკრორაიონებს.

წყალმომარაგების აღდგენასთან დაკავშირებით ინფორმაციას კომპანია დამატებით გაავრცელებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნით მიაწვდის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის