სალომე ზურაბიშვილი - საფრანგეთმა ევროპა, დემოკრატია და საკუთარი ღირსება აირჩია - გადამწყვეტ მომენტში ხალხის ხელში არის არჩევანი

საფრანგეთმა ევროპა, დემოკრატია და საკუთარი ღირსება აირჩია! , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს.

"მაკრონმა საკუთარი ხალხის იმედით იმოქმედა და ხალხმაც არნახული მობილიზაციით უპასუხა ამ დიდ გამოწვევას.გადამწყვეტ მომენტში ხალხის ხელში არის არჩევანი", - წერს პრეზიდენტი ზურაბიშვილი მას შემდეგ, რაც საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ეგზიტპოლების შედეგები გახდა ცნობილი.

ეგზიტპოლის მიხედვით, საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებში პირველ ადგილზე მემარცხენეთა ალიანსი გავიდა, მეორე ადგილს ემანუელ მაკრონის პარტია იკავებს, მარინ ლე პენის გაერთიანება კი მესამე ადგილზეა. აბსოლუტური უმრავლესობის მოპოვება კი ვერცერთმა პარტიამ ვერ მოახერხა.

როგორც ცნობილია, საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში ულტრამემარჯვენე პარტია, მარინ ლე პენის "ეროვნული გაერთიანება" 33,2%-ით ლიდერობდა.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს