პაველ ჰერჩინსკი - ევროკავშირის ლიდერებისთვის გაურკვეველია ამჟამინდელი ხელისუფლების რეალური ზრახვები - რამდენად სწრაფად გახდება საქართველო ევროკავშირის წევრი, თავად ქართველებზეა დამოკიდებული

რამდენად სწრაფად გახდება საქართველო ევროკავშირის წევრი, ეს თავად ქართულ საზოგადოებაზეა დამოკიდებული, ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განუცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირის ლიდერებისთვის გაურკვეველია საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების რეალური ზრახვები.

"საქართველოს მიენიჭა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, ეს გადაწყვეტილება მიიღეს ერთხმად, ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს მიერ გასული წლის დეკემბერში. საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. თუმცა ის, თუ რამდენად სწრაფად გახდება საქართველო ევროკავშირის წევრი, მხოლოდ თავად ქართველებზეა დამოკიდებული. სამწუხაროდ, საქართველოს პარლამენტის მიერ ბოლო დროს მიღებულ გადაწყვეტილებები, ისევე როგორც უმნიშვნელო პროგრესი 9 ნაბიჯთან დაკავშირებით გამოიწვია ევროკავშირის ლიდერების გადაწყვეტილება, შეეჩერებინათ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. ევროკავშირის ლიდერებისთვის გაურკვეველია საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების რეალური ზრახვები. ჯერ კიდევ შესაძლებელია, ყველაფერი შეიცვალოს, მაგრამ დრო იწურება. სხვა ქვეყნები სწრაფად მიიწევენ წინ - უკრაინამ და მოლდოვამ ახლახან გახსნეს გაწევრიანების მოლაპარაკებები, მომავალი დიდი გაფართოება მოხდება და ეს მხოლოდ და მხოლოდ საქართველოსა და ქართველებზეა დამოკიდებული, იქნება საქართველო ამის ნაწილი, თუ არა", - აღნიშნა ელჩმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა