„სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ სავარაუდო მასობრივი უკანონო მოსმენების საქმეზე, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა

„სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ სავარაუდო მასობრივი უკანონო მოსმენების საქმეზე, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ ევროპული სასამართლოს წინაშე შვიდ განმცხადებელს წარმოადგენს, რომლებიც დავობენ კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებული პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევაზე. მოსარჩელეთა შორის არიან სასულიერო პირები - მალხაზ სონღულაშვილი, რუსუდან გოცირიძე, გიორგი მამალაძე, დედა სიდონია და სამოქალაქო საზოგადოების 3 წარმომადგენელი.

მათი თქმითვე, გაჟონილ ე.წ კრებსებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიება არაეფექტურად მიმდინარეობს, რაც სახელმწიფოს მხრიდან პასუხისმგებელი პირების გამოვლენისა და დასჯის ნების არარსებობაზე მიუთითებს.

„ჩვენ წინა წლებშიც ვსაუბრობდით მოქალაქეების მასობრივ მოსმენაზე, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ახორციელებდა. თუმცა, 2021 წელს, როდესაც მოულოდნელად პირადი ცხოვრების ამსახველო ე.წ კრებსები გავრცელდა, რომელიც უკავშირდებოდა სასულიერო პირების პირად ცხოვრებას, ჩვენ დავიწყეთ მტკიცება, რომ სუს-ი მასობრივ კონტროლს ახორციელებს მოქალაქეებზე. ჩანაწერებში ჩანდა, რომ მოსმენები სატელეფონო ქსელებზე მიმდინარეობდა, რომელიც ყოველდღიური იყო და რომელიც სავარაუდოდ სუს-ში ინახებოდა. ბუნებრივია ჩვენ გამოძიებას მივმართეთ, თუმცა მნიშვნელოვანი შედეგებისთვის არ მიუღწევია, მიუხედავად იმისა, რომ ყველა პირი აღნიშნულ საქმეში დაზარალებულის სტატუსით სარგებლობს. ამიტომ მივმართეთ სტრასბურგის სასამართლოს.

როგორც გავრცელებული მასალების შინაარსიდან ჩანს, ხდებოდა განმცხადებლების ყოველდღიური კომუნიკაციების მიყურადება და ჩაწერა, მათ შორის, მათ საქმიანობასა და ბენეფიციარების სამართლებრივ წარმომადგენლობასთან დაკავშირებით. ამასთან, კრებსებში ასახული კომუნიკაციები არ უკავშირდება დანაშაულის გამოძიების ან/და სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის მიზნებს, რაც ცხადად მიუთითებს მოსმენების უკანონოდა თვითნებურ ხასიათზე. ამას ადასტურებს ის გარემოებაც, რომ სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ იძებნება სახელმწიფო უწყებების მიერ გაცემული ისეთი ინფორმაცია, რომელიც დაადასტურებდა ფარული მიყურადების კანონის შესაბამისად წარმოებას. განმცხადებლების წარმომადგენლებმა არაერთი სახელმწიფო უწყებას მიმართეს ფარული მიყურადების სამართლებრივი საფუძვლების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვის მოთხოვნით, თუმცა, ყველა შემთხვევაში დადასტურდა, რომ განმცხადებლების მიმართ ფარული მიყურადება არ წარმოებდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად. აღსანიშნავია, რომ პროკურატურამ ამ საქმეზე ეფექტიანი გამოძიება ვერ უზრუნველყო.

ამ საქმეში ვსაუბრობთ, იმაზე, რომ პრობლემა არა მხოლოდ კონკრეტულ საქმეებშია, არამედ სამართლებრივ სისტემაში. რომელიც სუს-ს თვითნებობის საშუალებას აძლევს. ჩვენ გვიჩნდება ეჭვი, რომ ის პოლიტიკური ლოიალობა, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო იჩენს მმართველი გუნდის მიმართ, განპირობებულია მასობრივი კონტროლისთვის. სწორედ ეს იარაღი გამოიყენა ხელისუფლებამ, რომ ეკლესიის წევრებზე აქტიური წნეხი მოეხდინა. ეს კონტროლი აზიანებს ქვეყანაში რელიგიის თავისუფლებასა და უსაფრთხო გარემოში ფუნქციონირებას. იმედი გვაქვს, რომ სწორედ ეს საქმე გახდება რეფორმების წინაპირობა“, - განაცხადა თამთა მიქელაძემ.

ცნობისთვის, 2021 წლის 13 სექტემბერს ე.წ. კრებსები გავრცელდა, რომელიც სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ უკანონო ფარული მოსმენა-მიყურადების და თვალთვალის შესახებ 58 000-მდე ფაილს შეიცავდა. აღნიშნული დოკუმენტები სუს-ის მიერ ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენას და თვალთვალს უკავშირდება.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა