ნინო ბურჭულაძე - დავასრულეთ მუშევანის ძეგლების გაწმენდითი სამუშაოები

„მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის” (საყდრისის კომიტეტი) აგრძელებს დმანისის,ბოლნისის და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში სამთოწარმოების არეალსა და მის მიმდებარედ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მცენარეული საფარისგან გაწმენდის საზაფხულო კამპანიას.

მუშევანში დასრულდა X და XV-XVII საუკუნეების ძეგლების გაწმენდითი სამუშაოები.

„მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის" ხელმძღვანელი ნინო ბურჭულაძე აცხადებს, რომ მუშევანის X საუკუნის ეკლესია 2022 წელს საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში იყო. პირველად, სწორედ მაშინ, მისი ჯაგნარისგან გაწმენდის დროს, აღმოვაჩინეთ ცნობილი ქართული წარწერა „ქრისტე შეიწყალე კრავაი დედოფალი", რომელიც მეცნიერებს დაკარგული ეგონათ.

„მუშევანის ეკლესია ცნობილია თავისი მნიშვნელოვანი ქართული წარწერებით რომლებიდანაც რამდენიმე, ჯერ კიდევ იკითხება ეკლესიის შემორჩენილ ერთადერთ კედელზე. გადარჩენილი კიდევ ერთი წარწერა კედლის მიმდებარედ მიწაზე დევს. მეორე კი, დაკარგული ეგონათ. ასეთივე მძიმე მდგომარეობაში დაგხვდა იმ დროს სოფლის ბოლოში მდებარე გვიანი შუასაუკუნეების ეკლესიაც.

მუშევანის ორივე ძეგლი 2022 წელს ჩვენი ინიციატივით შემოიღობა და შესაბამისი გამაფრთხილებელი წარწერებიც გაკეთდა”, - აცხადებს ნინო ბურჭულაძე.

ცნობისთვის, ორგანიზაცია „მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“ ძეგლების გაწმენდა-დასუფთავების სეზონურ კამპანიებს უკვე მეოთხე წელია ატარებს და ის ტრადიციულად წელიწადში ორჯერ გაზაფხულსა და გვიან შემოდგომით მიმდინარეობს.

მუშევანის ეკლესიები რიგით მეხუთე და მეექვსე ძეგლებია აბულმუგის სპარსული აბანოს(XVIIIს). სათხის მონასტრის(XIIIს). ხულუტის ციხე-დარბაზის (XVIIIს) და ფიტარეთის მონასტრის(XIIIს) შემდეგ რომლებიც საზაფხულო კამპანიის ფარგლებში გაიწმინდა.

„მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის” ძეგლების გაწმენდა - დასუფთავების კამპანიას ივლისის ბოლოს დმანისის მუნიციპალიტეტში დაასრულებს.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს