მედიაჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის” ბიზნეს რეიტინგის XXIII დაჯილდოების ცერემონიაზე PSP-მ 3 ჯილდო მიიღო

„ჯორჯიან თაიმსის” ბიზნეს რეიტინგის დაჯილდოების საზეიმო ღონისძიება, 9 ივლისს ფუნიკულიორის წვეულებათა დარბაზში გაიმართა. ღონისძიებაზე, ტრადიციულად, მედიისა და საზოგადოების თანდასწრებით, ექსპერტების მიერ შერჩეული საუკეთესო კომპანიები დასახელდა.

ბიზნეს რეიტინგის დაჯილდოებაზე, ექსპერტების რჩეული კომპანია ნომინაციაში – ეფექტიანი მართვის სტილი, სტაბილურობისა და უმაღლესი ხარისხის გარანტი, ეკონომიკაში შეტანილი წვლილისთვის კომპნანია PSP და ვაჟა ოქრიაშვილი დაჯილდოვდა.

მედიაჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის” ბიზნეს რეიტინგის ღონისძიებაზე ტრადიციულად, საკონკურსო ჯილდოების პარალელურად, ყოველწლიურად წესდება სპეციალური გარდამავალი ჯილდოები. მწვანე ეკონომიკის ლიდერი – კომპანია PSP -ვაჟა ოქრიაშვილი;

ჟურნალისტების რჩეული და მედიის რჩეული ბიზნესი PSP გახდა. ბიზნესმა კი, რჩეულ მედიად ტელეკომპნია BMG დაასახელა.

სხვადასხვა ნომინაციებში გამოვლენილ ბიზნესმენები ტრადიციისამებრ, “ზარაფხანას” მიერ შექმნილი უნიკალური კომპოზიციებით, სამკერდე “ოქროს ლომებით” დაჯილდოვდნენ.

“PSP - 30 წლიანი გამოცდილების და ისტორიის ქართული ბრენდი, რომელმაც უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა ქართული ფარმაცევტული ბაზრის განვითარებაში და ფარმაცევტული დარგის სპეციალისტების პროფესიულ განვითარებასა და წინსვლაში. სტაბილურად უზრუნველყოფს საქართველოს მასშტაბით მოსახლეობის ჯანმრთელობასა და სილამაზეზე ზრუნვისთვის აუცილებელი გარანტირებული ხარისხის მედიკამენტების და თავის მოვლის პროდუქტების უწყვეტ მიწოდებას. წლებია საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის „ოჯახის აფთიაქად“ იქცა. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია გარდამავალი ჯილდოები, რომელთა შერჩევაშიც დამსწრე ბიზნესკომპანიები და მედიის წარმომადგენლები ღონისძიების მსვლელობის დროს ირჩევენ, უკვე მეორედ, მედიის რჩეულ ბრენდად PSP დასახელდა. თითოეული აღიარება დაჯილდო კომპანიის 5000 თანამშრომლის ყოველდღიური შრომის შედეგი და დამატებითი მოტივაციაა, წარმატებით გავაგრძელოთ მომხმარებელზე ზრუნვის 30 წლიანი ისტორია“- აცხადებენ PSP-ში.

PSP-ს პროფესიონალთა გუნდი მუდამ გთავაზობთ მომხმარებლის ინეტრესისა და საჭიროებისამებრ კვალიფიციური კონსულტაციას. სერვისებისა და შეთავაზებების შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ https://psp.ge/ და თვალი ადევნეთ პსპ აფთიაქის ფეისბუქ გვერდს.

(R)

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა