ვახტანგ ძაბირაძე - თუ  ყველაფერი ასე გაგრძელდა, თან ამას დაემატა დასავლეთის მიერ არჩევნების შედეგების არ აღიარება, დასავლეთის საქართველოსთან პარტნიორობა დასრულდება და დასრულდება ყველა მიმართულებით

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტოლოგსა და კონსტიტუციონალისტს, ვახტანგ ძაბირაძე ესაუბრა.

- ბატონო ვახტანგ, ახლა როცა, საპარლამენტო არჩევნებამდე 4 თვეზე ნაკლებია დარჩენილი, აქტუალური თემაა თუ რა როგორი კონფიგურაციით მიიღებს მონაწილეობას ოპოზიცია ოქტომბრის არჩევნებში.

მას შემდეგ რაც „ახლებსა“ და „ლელოს“ შორის გაერთიანება არ შედგა, „ახლებმა“ „დროამ“ და ჯაფარიძის „გირჩი - მეტი თავისუფლება“ გაერთიანდნენ, მეტ-ნაკლებად, შეიძლება იმაზე საუბარი, თუ რა კონფიგურაციით მიიღებს მონაწილეობას ოპოზიცია 26 ოქტომბრის არჩევნებში.

5%-იანი ბარიერის გათვალისწინებით თქვენ როგორ შეაფასებდით „ახლების“ „დროასა“ და ჯაფარიძის „გირჩი - მეტი თავისუფლების“ შანსებს არჩევნებში?

- ვფიქრობ, რომ „ახლებს“, „დროასა“ და „გირჩი - მეტი თავისუფლებას“ 5%-იანი ბარიერის გადალახვის პრობლემა არ ექნებათ. „ნაცმოძრაობა“ მთავარ ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალად რჩება. „ნაცმოძრაობის“ ორივე ფრთა ახალი ამომრჩევლის მოზიდვას ვერ შეძლებს, მაგრამ, რადგან „ნაცმოძრაობა“ ორად გაიყო, უნდა ვივარაუდოთ, რომ მათი ამომრჩეველიც ორად გაიყოფა.

რა პროპორციით, ამაზე პასუხი მხოლოდ არჩევნების შემდეგ გვეცოდინება. თუმცა, მგონია, რომ ამ ეტაპზე პრიორიტეტი „ნაცმოძრაობას“ გააჩნია. რაც შეეხება „ახლებს“, „დროასა“ და „გირჩი - მეტი თავისუფლებას, მათაც“ 5%-იანი ბარიერის გადალახვის პრობლემა არ ექნებათ.

ვფიქრობ, რომ „ახლებს“, „დროასა“ და „გირჩი - მეტი თავისუფლებას“ 5%-იანი ბარიერის გადალახვის პრობლემა არ ექნებათ... რადგან „ნაცმოძრაობა“ ორად გაიყო, უნდა ვივარაუდოთ, რომ მათი ამომრჩეველიც ორად გაიყოფა. რა პროპორციით, ამაზე პასუხი მხოლოდ არჩევნების შემდეგ გვეცოდინება

ჩემი აზრით, მათ სწორი გადაწყვეტილება მიიღეს რომ გაერთიანდნენ. თუ „ევროპული საქართველო“ ყოფილი „ნაციონალების“ პოლუსზე მოძებნის პოლიტიკურ პარტნიორებს, ის ელექტორატი, რომელიც ხმას „ნაცმოძრაობას“ აძლევდა, ისინი სრულად მიიღებენ მონაწილეობას მოახლოებულ არჩევნებზე.

ოპოზიციის ამოცანაა, რომ მათ ხმები არ უნდა დაკარგოს და ვინც ოპოზიციიდან მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში, ყველამ უნდა გადალახოს 5%-იანი ბარიერი. ვიმეორებ, „ახლებს“, „დროასა“ და „გირჩი - მეტი თავისუფლება,“ ბარიერს გადალახავს.

- „ახლებისა“ და „ლელოს“ გაერთიანების ჩაშლის მიზეზებზე მხარეები ღიად არ საუბრობენ, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში თუ ვინ იქნება პრემიერი, „ნაციონალების“ დროს პრემიერ ნიკა გილაურის კანდიდატურის განხილვის ამბავი საჯარო სივრცეში მოხვდა.

არაა გამორიცხული „ლელოსა“ და „ახლებს“ შორის მოლაპარაკების ჩაშლის მიზეზი ეს საკითხი ყოფილიყო. თუმცა, იმის გამო, რომ როგორც აღმოჩნდა, ახლა „დიდ პოლიტიკაში“ მონაწილეთაგან არავის აღმოაჩნდა ინფორმაცია ყოფილი ექსპრემიერი გილაური რას საქმიანობს, სულაც არაა გამორიცხული ეს თემა შემთხვევითაც ყოფილიყო წინ წამოწეული.

მიუხედავად იმისა, ოპოზიცია არჩევნებამდე გაერთიანდება თუ არა, არჩევნებში „ქართული ოცნების“ დამარცხების შემთხვევაში გადასაწყვეტი ექნება ვინ იქნება „ქართველი ტუსკი“, ანუ ოპოზიციის მხრიდან პრემიერი.

თქვენი აზრით, „ახლებსა“ და ლელოს“ შორის მოლაპარაკებების პროცესში, რატომ გახდა ექსპრემიერ გილაურის თემა აქტუალური, რამაც მათ შორის გაერთიანების საკითხი ჩაშალა?

- საქმე ისაა, რომ პრემიერის პოსტი ძალიან მნიშვნელოვანი პოზიციაა. როგორც ჩანს, ეს პოლიტიკური ძალები პრემიერის სავარაუდო კანდიდატურაზე ვერ თანხმდებიან. როცა კოალიციურ ურთიერთობებზეა საუბარი, ეს საკითხიც უნდა იქნას თუ შეთანხმებული არა, ერთმანეთში განხილული მაინც. ახლა ფაქტია ისაა, რომ მარტო „ახლები“ მთავრობას ვერ დააკომპლექტებენ.

მე მაინც არა მგონია, რომ მომავალი პრემიერის კანდიდატურაზე საუბარი ასეთი მნიშვნელოვანი ყოფილიყო. რაც შეეხება იმას, უნდა იყოს თუ არა განხილული გილაურის კანდიდატურა. თუ საუბარია იმაზე, რომ „ახლები“ და „ნაციონალები“ ჯამურად ხმების 50%-ზე მეტს იღებენ, მაშინ მათ შეეძლებათ გილაურის გაპრემიერებაზე ისაუბრონ. შესაძლოა, გილაურის კანდიდატურა იმიტომაც გაჩნდა, რომ იგი „ნაციონალებისთვისაც“ მისაღები იქნებოდა.

თუ საუბარია იმაზე, რომ „ახლები“ და „ნაციონალები“ ჯამურად ხმების 50%-ზე მეტს იღებენ, მაშინ მათ შეეძლებათ გილაურის გაპრემიერებაზე ისაუბრონ. შესაძლოა, გილაურის კანდიდატურა იმიტომაც გაჩნდა, რომ იგი „ნაციონალებისთვისაც“ მისაღები იქნებოდა

მე სულაც არ მივესალმებოდი „ახლების,“ „დროასა“ და „გირჩი - მეტი თავისუფლების,“ გაერთიანებაში „ლელოს“ მოხვედრას. ამ გაერთიანებას „ლელო“ ბევრს ვერაფერს მოუტანდა, მაგრამ, ელექტორალური თვალსაზრისით დაკარგვით კი ბევრს დაკარგავდა.

ძალიან საინტერესო რამ მოხდა საფრანგეთში ჩატარებულ არჩევნებში. მხედველობაში მაქვს ის, რომ მემარცხენე ალაინსში შევიდნენ პარტიები, რომლებსაც არ ჰქონდათ იმის პირობა, რომ ისინი პარლამენტში ერთად იქნებოდნენ, მაგრამ, მათ კოალიცია მაინც შექმნეს. ფრანგული გამოცდილება ჩვენმა პოლიტიკურმა ძალებმა უნდა გაითვალისწინონ.

მე სულაც არ მივესალმებოდი „ახლების,“ „დროასა“ და „გირჩი - მეტი თავისუფლების,“ გაერთიანებაში „ლელოს“ მოხვედრას. ამ გაერთიანებას „ლელო“ ბევრს ვერაფერს მოუტანდა, მაგრამ, ელექტორალური თვალსაზრისით დაკარგვით კი ბევრს დაკარგავდა

როცა ოპოზიცია საუბრობს იმაზე, რომ მმართველმა გუნდმა ევროპულ გზას გადაუხვია, ქვეყანას გეზი რუსეთისკენ აქვს აღებული და ავტორიტარიზმისკენ მივდივართ და ასე შემდეგ, და ქვეყნის ხსნაა აუცილებელი, მაშინ ბევრ დათმობებზე უნდა წახვიდე.

უპირველეს ყოვლისა ეს ეხება ისეთ საკითხებს, რომლებზეც დღეს ოპოზიცია ვერ თანხმდება. ეს ეხება ისეთ საკითხს, როცა მთავრობის დაკომპლექტებას ეხება. როდესაც დღეს არ ვიცით თუ რა შედეგით დასრულდება არჩევნები, ამაზე საუბარი უნდა იქნას გადადებული და მის განხილვას შეუდგნენ მაშინ, როცა ამ თემებზე მსჯელობა შესაძლებელი იქნება.

ძალიან საინტერესო რამ მოხდა საფრანგეთში ჩატარებულ არჩევნებში. მხედველობაში მაქვს ის, რომ მემარცხენე ალიანსში შევიდნენ პარტიები, რომლებსაც არ ჰქონდათ იმის პირობა, რომ ისინი პარლამენტში ერთად იქნებოდნენ, მაგრამ, მათ კოალიცია მაინც შექმნეს. ფრანგული გამოცდილება ჩვენმა პოლიტიკურმა ძალებმა უნდა გაითვალისწინონ

- მიმდინარე კვირას „ნაცმოძრაობამ“ ყრილობა ჩაატარა, გაირკვა, რომ ოპოზიციურ ფლანგზე დიდი ოპოზიციური ერთობის იდეა ამ ეტაპზე ჯერჯერობით არ შედგა.

ყოფილმა სახელისუფლებო გუნდმა თავის ყრილობაზე პრაქტიკულად დაასახელა თავისი გუნდის ის შემადგენლობა, რომლითაც ის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. საგულისხმოა ისიც, რომ პარტიის სახეებად დასახელდნენ პოლიტიკური ფიგურები, რომლებიც საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი არიან, მაგრამ „ნაცმოძრაობის“ წევრები მანამდე არასდროს ყოფილან.

სახელისუფლებო გუნდმა ამ თემაზე ბევრი კრიტიკული აზრი გამოთქვა, მაგრამ, არ გახსენებია, რომ დღევანდელ „ქართულ ოცნებაში“ მრავლად არიან ე.წ. ყოფილი „ნაციონალები.“

ყრილობაზე ითქვა, რომ პარტიის კარი ღიაა ყველა პროდასავლურად განწყობილი პოლიტიკური სუბიექტებისთვის, მაგრამ, ვნახეთ ისიც, რომ მასში გაერთიანებას ცნობილი სახეების გარდა არავინ ჩქარობს.

იმის გათვალისწინებით, რომ „ლელოს“, ახლებსა“ და მასთან გაერთიანებულ პოლიტიკურ ჯგუფებს ერთი ოპოზიციურად განწყობილი ელექტორატი ჰყავთ, რა შანსები აქვს არჩევნებში ორად გაყოფილ „ნაცმოძრაობას?

- ფაქტია, რომ ჯერჯერობით, „ნაციონალები“ ინარჩუნებენ მთავარი ოპოზიციური ძალის პოზიციას. მიუხედავად იმისა, რომ მათი ელექტორატი გაყოფილია, მაინც მგონია, რომ დღეს „ნაცმოძრაობას“ ყველაზე მეტი მხარდამჭერი ჰყავს. ვნახოთ, რას მოგვიტანს საარჩევნო კამპანია. თუ როგორ წარმართავენ საარჩევნო კამპანიას, ამას ექნება ძალიან დიდი მნიშვნელობა.

„ნაცმოძრაობა“ საზოგადოებაში მეტი ნდობის მოსაპოვებლად ცდილობს ისეთი პიროვნებების წინ წამოწევას, ვისაც საზოგადოებაში ნდობა აქვს. არა მგონია ასეთმა სვლებმა „ნაცმოძრაობას“ მეტი ხმები შესძინოს.

ჯერჯერობით, „ნაციონალები“ ინარჩუნებენ მთავარი ოპოზიციური ძალის პოზიციას. მიუხედავად იმისა, რომ მათი ელექტორატი გაყოფილია, მაინც მგონია, რომ დღეს „ნაცმოძრაობას“ ყველაზე მეტი მხარდამჭერი ჰყავს. ვნახოთ, რას მოგვიტანს საარჩევნო კამპანია. თუ როგორ წარმართავენ საარჩევნო კამპანიას, ამას ექნება ძალიან დიდი მნიშვნელობა

თუმცა, რადგან ვერ ხერხდება „ერთიანი ნაცმოძრაობის“ აღდგენა, რადგან გვაქვს მოცემულობა და არსებობს ორად გახლეჩილი პარტია, „ნაცმოძრაობა“ სწორ ნაბიჯებს დგამს. იმავეს აკეთებს მისი მეორე განაყოფიც. ვთქვი და გავიმეორებ, თუ „ნაცმოძრაობის“ რომელიმე პოლუსზე მოძებნის ადგილს „ევროპული საქართველო“, „ნაცმოძრაობის“ ხმები არ დაიკარგება.

და მაინც გავიმეორებ, მგონია, რომ „ნაცმოძრაობა“ ოპოზიციურ ფლანგზე წამყვანი პოლიტიკური ძალაა. ის ხალხი, რომლებიც „ნაცმოძრაობის“ წევრები არასდროს ყოფილან, მაგრამ ახლა ამ პარტიის სახეებს წარმოადგენენ, მაგრამ წინა არჩევნებზე, რაღაც კონფიგურაციით მეტ-ნაკლებად „ნაცმოძრაობასთან“ იყვნენ დაკავშირებული.

მათი „ნაცმოძრაობაში“ აღმოჩენა მოულოდნელი არ ყოფილა, „ნაცმოძრაობამ“ შეძლო და ეს ხალხი ჩააყენა თავისი პარტიულ საქმიანობაში. კარგია, რომ ოპოზიციურ ფლანგზე გამსხვილებები ხდება, ჩემი შეფასებით ოპოზიცია ჯერჯერობით სწორ ნაბიჯებს დგამს.

„ქართული ოცნების“ და „ნაცმოძრაობის“ ელექტორატი მყარი ელექტორატია. ისინი, არც „შუაშისტებში“ არ მოხვედრილან და არც რომელიმე პარტიის მხარდამჭერებში არ გადასულან. მოახლოებულ არჩევნებში ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება თუ ვის მხარეს აირჩევს ე.წ. შუაშისტური“ ელექტორატი, ეს კი იმაზე იქნება დამოკიდებული თუ რა არჩევანს გააკეთებს „ლელოსა“ და გახარიას ამომრჩეველი.

მოახლოებულ არჩევნებში ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება თუ ვის მხარეს აირჩევს ე.წ. შუაშისტური“ ელექტორატი, ეს კი იმაზე იქნება დამოკიდებული თუ რა არჩევანს გააკეთებს „ლელოსა“ და გახარიას ამომრჩეველი

- დამკვირვებელთა უმრავლესობა თვლის, რომ გახარიას პარტია ხმებს „ქართულ ოცნებას“ წაართმევს. რაც შეეხება „ლელოს“, თქვენი აზრით, მათ რა შანსები აქვთ, 2024 წლის არჩევნებზე?

- ორივე ეს პოლიტიკური ჯგუფი 5%-იანი ბარიერის გადალახვასთან ახლოსაა. შესაძლოა, დღეს მათ მეტის აღების შესაძლებლობა ჰქონდეთ, ასე 6-7%-ის, მაგრამ, დღეის მონაცემებით არც ერთ მათგანს არ აქვს ხმების ორნიშნა რიცხვის აღების შესაძლებლობა.

გახარიაც და „ლელოსაც“ პრაქტიკულ ერთი ელექტორატი ჰყავთ, იმ განსხვავებით, რომ გახარია „ოცნებას“ ართმევს ხმებს და შეეცდება გადაუწყვეტელი ამომრჩეველი მიიზიდოს. გადაუწყვეტელი ამომრჩევლის უდიდეს ნაწილს რომ „ლელო“ აკონტროლებდეს, მაშინ მას ნამდვილად ექნებოდა ხმების ორნიშნა რიცხვით აღების იმედი.

ამიტომაცაა რომ ვამბობ, ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება იმას, გაერთიანებასთან დაკავშირებით თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს „ლელო“ და გახარიას „საქართველოსთვის“. მიუხედავად იმისა, რომ ამ პოლიტიკურ ჯგუფებს შორის დიდია მიუღებლობა, წყენები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ისინი გაერთიანდებიან, ეს საკმაოდ დიდი ძალა იქნება.

ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება იმას, გაერთიანებასთან დაკავშირებით თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს „ლელო“ და გახარიას „საქართველოსთვის“. მიუხედავად იმისა, რომ ამ პოლიტიკურ ჯგუფებს შორის დიდია მიუღებლობა, წყენები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ისინი გაერთიანდებიან, ეს საკმაოდ დიდი ძალა იქნება

თუ ამ გაერთიანებას დოლიძის პოლიტიკური ჯგუფი და ელისაშვილის „მოქალაქეები“ დაემატებიან, ეს შექმნიდა ისმის საფუძველს, რომ მათ არა მარტო ოპოზიციაში მიეღო მეტი ხმა, არამედ არჩევნებშიც ყველაზე მეტი ხმები მიეღოთ.

- არჩევნებამდე 4 თვე კია დარჩენილი, მაგრამ ცხადად ჩანს, რომ წინ მძიმე არჩევნები გველოდება.

გასულ კვირას აშშ-მ საქართველოში დაგეგმილ სამხედრო სწავლებებში მონაწილეობაზე თქვა უარი. აშშ -მ ასევე უარი თქვა ჩვენი თავდაცვის საჭიროებისთვის თანხების გამოყოფაზე. 9 ივლისს გავიგეთ, რომ ევროკავშირმა ასევე მიიღო გადაწყვეტილება 30 მილიარდით არ დახმარებოდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს.

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პავლე ჰერჩინსკიმ კი განაცხადა - „თუ მთავრობა კურსს არ შეიცვლის, საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წინ ვერ წავა - ჩვენ თვეების განმავლობაში მკაფიო სიგნალებს ვგზავნიდით, რომ მიღებულ კანონს შედეგები მოჰყვებოდა - ახლა შედეგების დრო დადგა“.

ევროკავშირის კარი აქამდე ღია იყო, ახლა ასე არაა, აშშ-მ დააანონსა საქართველოსთან მიმართებაში საკმაოდ მკაცრი გადაწყვეტილებების მიღება. არჩევნებამდე 4 თვით ადრე საგარეო ფონი საკმაოდ მძიმეა ქვეყნისთვის და ხელისუფლებისთვისაც. თქვენი აზრით, საგარეო ფაქტორი რა გავლენას იქონიებს ოქტომბრის არჩევნებზე?

- „ქართულმა ოცნებამ“ რაც არ უნდა ილაპარაკოს, ის, რაც ახლა საქართველოსთან დაკავშირებით საგარეო ურთიერთობებში ხდება, იოლად დათვლადი იყო. როცა ჩვენ ჩვენს ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებს ომის პარტიას ვუწოდებთ, მტრად მოვიხსენიებთ, უნდა გვცოდნოდა რომ ეს შედეგი დადგებოდა. თუ ჩვენ დასავლელი პარტნიორები მტრებად მიგვაჩნია, როდის იყო მტრად მიჩნეული ქვეყნები მოწინააღმდეგეს ეხმარებოდნენ თავდაცვის ძალების მშენებლობაში?

როცა ჩვენ ჩვენს ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებს ომის პარტიას ვუწოდებთ, მტრად მოვიხსენიებთ, უნდა გვცოდნოდა რომ ეს შედეგი დადგებოდა. თუ ჩვენ დასავლელი პარტნიორები მტრებად მიგვაჩნია, როდის იყო მტრად მიჩნეული ქვეყნები მოწინააღმდეგეს ეხმარებოდნენ თავდაცვის ძალების მშენებლობაში?

„ქართული ოცნება“ დიდ აბსურდშია გადასული. ახლა მმართველი გუნდი წინასწარ ამზადებს საზოგადოებრივ აზრს, რომ დასავლეთი არ აღიარებს 2024 წლის არჩევნების შედეგებს. თუ არჩევნები დიდი დარღვევებით ჩატარდა, რა თქმა უნდა, დასავლეთი იძულებული იქნება არ აღიაროს მისი შედეგები. არადა, „ქართულ ოცნებას“ კარგა ხანია დაწყებული აქვს ამგვარი საზოგადოებრივი აზრის შესაქმნელად.

ხელისუფლება ამზადებს საზოგადოებრივ აზრს, რომ თუ არჩევნების შემდეგ ვინმე ქუჩაში გამოვა, ისინი დასავლეთის მიერ იქნებიან დაფინანსებული. დასავლეთს რომ ჩვენთან არეულობის ორგანიზება სურდეს, ამას აქამდეც შეძლებდა. თუნდაც, მაშინ როცა არაევროპული კანონის მიღების საწინააღმდეგოდ ქუჩაში უამრავი ხალხი იყო გამოსული.

ხელისუფლებას ავიწყდება, რომ ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლა დასავლეთის მონაწილეობისა თუ ჩარევის გარეშე არ მომხდარა. „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ ყველაფერი რაც შეიძლება მოხდეს, სხვას და არა თავის თავს დააბრალოს. საქართველოს თვითიზოლაციაში მოქცევის პირობებში თუ ხალხი ქუჩაში გამოვიდა, ეს დასავლეთის კი არა ხელისუფლების „დამსახურება“ იქნება.

თუ ოპოზიციამ რაიმე სისულელე არ ჩაიდინა, მარტივ მამრავლებად არ დაიქსაქსა და ისე გავიდა არჩევნებზე, „ქართული ოცნების“ მარცხი გარდაუვალი იქნება. ამიტომაცაა, რომ ხელისუფლება დასავლეთის ბრალდებაზე არიან გადასული.

ხელისუფლება ამზადებს საზოგადოებრივ აზრს, რომ თუ არჩევნების შემდეგ ვინმე ქუჩაში გამოვა, ისინი დასავლეთის მიერ იქნებიან დაფინანსებული. დასავლეთს რომ ჩვენთან არეულობის ორგანიზება სურდეს, ამას აქამდეც შეძლებდა. თუნდაც, მაშინ როცა არაევროპული კანონის მიღების საწინააღმდეგოდ ქუჩაში უამრავი ხალხი იყო გამოსული

თუ ის ნაბიჯები, რაც დასავლეთმა საქართველოსთან დაკავშირებით გადადგა და ეს ყველაფერი ასე გაგრძელდა, თან ამას დაემატა დასავლეთის მიერ არჩევნების შედეგების არ აღიარება, დასავლეთის საქართველოსთან პარტნიორობა დასრულდება და დასრულდება ყველა მიმართულებით.

იგი შეეხება ევროპაში უვიზო მიმოსვლას, სამხედრო დახმარებას, ეკონომიკურ პროექტებს, რომელსაც ევროკავშირი საქართველოში ახორციელებს.

თუ ის ნაბიჯები, რაც დასავლეთმა საქართველოსთან დაკავშირებით გადადგა და ეს ყველაფერი ასე გაგრძელდა, თან ამას დაემატა დასავლეთის მიერ არჩევნების შედეგების არ აღიარება, დასავლეთის საქართველოსთან პარტნიორობა დასრულდება და დასრულდება ყველა მიმართულებით

და ჩვენ აღმოვჩნდებით არა მარტო მტრულ გარემოში, არამედ სრულიად დაუცველი დღევანდელი ხელისუფლების პირობებში. აღარცაა სამარჩიელო ვისი გავლენის ქვეშ აღმოვჩნდებით გვინდა ეს თუ არ გვინდა.

ინტერპრესნიუსი”

კობა ბენდელიანი

მირიან მირიანაშვილი - ახლა ჩვენს თვალწინ იხსნება კვანძი - საუბარი ევროპასთან ინტეგრაციაზეც არ არის, ეს პროცესის თანმდევი ნაწილია, საუბარია იმაზე, საქართველო იურიდიულად გაფორმდება თუ არა რუსეთის სატელიტად
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2024
ხათუნა ბურკაძე - გულანთებული მოქალაქეები საქართველოს ევროპული მომავლისათვის იბრძვიან, ხელისუფლებამ ხალხის ხმა უნდა გაიგოს
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით