გურამ მაჭარაშვილი - ოპოზიციაში კონფიგურაციებს უცხოური ძალა ალაგებს - სამწუხაროდ, ჩვენ წინასაარჩევნოდ პაექრობა გვიწევს არა რეალურ ოპოზიციასთან, არამედ უცხოურ ძალასთან, აქაური ფიგურების სახით

ოპოზიციაში კონფიგურაციებს უცხოური ძალა ალაგებს - სამწუხაროდ, ჩვენ წინასაარჩევნოდ პაექრობა გვიწევს არა რეალურ ოპოზიციასთან, არამედ უცხოურ ძალასთან, აქაური ფიგურების სახით, - ასე ეხმაურება წინასაარჩევნო გაერთიანებებთან დაკავშირებით ოპოზიციურ პარტიებში დაწყებულ პროცესს უმრავლესობის დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი.

მაჭარაშვილის მტკიცებით, “გადაწყვეტილებას თავად ვერავინ იღებს, აკეთებენ იმას, რასაც პატრონები ეტყვიან და ეს ერთი-ერთში სრულდება“.

“როდესაც ჩვენ ვამბობდით, რომ ოპოზიციას კონფიგურაციას არავინ შეეკითხებოდა, დადასტურდა - ამას უცხოური ძალა წყვეტს! დადასტურდა იმით, რომ როდესაც იმაზე იქაჩებოდნენ - მე ამასთან არ გავერთიანდები და ის ჩემთან ვერ მოვა, როცა პატრონებმა უთხრეს, ზუსტად ის გააკეთეს, რასაც რამდენიმე თვის წინ ეწინააღმდეგებოდნენ.

მელია იფიცებოდა, იგინებოდა, რომ “ნაცმოძრაობაში“ კეზერაშვილის ოლიგარქიის წინააღმდეგი იყო და “ნაციონალური მოძრაობიდან“ ამიტომ წამოვიდა. მას პრინციპულის სტატუსი უნდოდა! დღეს დავინახეთ, რომ თურმე კეზერაშვილის მხრიდან ოპოზიციის დაფინანსების პრობლემა არ ყოფილა. ასეთი პრინციპულობა რომ იქნება ე.წ. ახალ „ნაცმოძრაობაში“, მინიმალურ მხარდამჭერებსაც აღარ ექნებათ ე.წ. ახალი პლატფორმისთვის მხარის დაჭერის სურვილი.

ამ “ბედნიერებასთან“ ერთად, როცა მელია-გვარამიას აერთიანებენ, მიიერთეს რუსული რუბლი, ასევ, მიიერთეს რუსეთთან ბრძოლის ფორმა - შარვლის ჩახდა. ამ ყველაფერს რომ ერთმანეთში არევ, მიიღებ “ნაცმოძრაობა“2-ს და კიდევ უფრო უარესს, ვიდრე არის ხუთი ნომერი.

როგორც ნიკა მელიას ათქმევინეს უარი კეზერაშვილის გალანძღვაზე და როგორც ჩანს, ამ ჩხუბში შეუყვარდა კიდეც ის, ასე შეაყვარებენ ერთმანეთს გახარიასა და მამუკა ხაზარაძეს, თუკი ეს დასჭირდებათ. გახარია-ხაზარაძესაც ათქმევინებ: - გეძებდი როგორც მტერს და შეგხვდი როგორც მოყვარეს. ალბათ თავში სალომე ზურაბიშვილს დაუსვამენ, რომელზეც ჰგონიათ, რომ რეიტინგი აქვს.

მცდელობა იქნება, მაგრამ ვერ შეძლებენ, რომ 5%-იანი ბარიერი მესამე ძალასაც გადაალახვინონ“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია