„საქართველოს ბანკის“ ინიციატივით, ბიზნეს შეხვედრა „დროის მენეჯმენტი და თვითმენეჯმენტი“ გაიმართა

„საქართველოს ბანკი“, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ფინანსური ინსტიტუტი, საგანმანათლებლო ინიციატივების განხორციელებას განაგრძობს, ამიტომ, ახლახან მცირე და საშუალო ბიზნესების წარმომადგენლებისთვის 2-დღიანი ბიზნეს შეხვედრა - „დროის მენეჯმენტი და თვითმენეჯმენტი“ გაიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

ბანკის ინფორმაციით, ღონისძიებას ტრენერი და ბიზნეს კონსულტანტი, კომპანია BPN Georgia-ს დირექტორი, დანიელ მათერი უძღვებოდა.

დანიელ მათერმა მიმოიხილა ის თეორიულ-პრაქტიკული მეთოდები, რომლებიც ბიზნესის წარმომადგენლებს მუშაობის სტილის გაანალიზებაში, პრიორიტეტების განსაზღვრასა და დროის დაგეგმვის საკითხებში ეხმარებათ. შედეგად, მიღებული ცოდნით, მათ აქვთ შესაძლებლობა, რეალური მიზნები დასახონ, დავალებები უფრო სწრაფად და ეფექტიანად შეასრულონ და ხელისშემშლელ ფაქტორებს გაუმკლავდნენ.

„საქართველოს ბანკისთვის“ ბიზნეს სექტორის გაძლიერება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენ გვესმის, რომ ახალი კავშირების დამყარება, განათლება და მოტივირება მთავარი კომპონენტებია წარმატების მისაღწევად. ამიტომ მუდმივად ვქმნით და მხარს ვუჭერთ საგანმანათლებლო თუ საინფორმაციო ინიციატივებს მცირე და საშუალო ბიზნესების წარმომადგენლებისთვის. აღნიშნული შეხვედრის მიმართ გამოხატული ინტერესი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ბიზნესებს სჭირდებათ მეტი ინიციატივა, რომელიც მათ განვითარებასა და ზრდაში დაეხმარებათ. ჩვენ არ ვჩერდებით და მომხმარებლებს მომავალშიც არაერთ საინტერესო ღონისძიებას შევთავაზებთ“, - აცხადებს რუსუდან ბარათაშვილი, მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების დეპარტამენტის დირექტორი.

ამასთან, მცირე და საშუალო ბიზნესების განვითარებაზე ორიენტირებული მეტი პროექტი იხილეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდზე, ხოლო იმისათვის, რომ არ გამოგრჩეთ მსგავსი ღონისძიებები, ადევნეთ თვალყური საქართველოს ბანკი ბიზნესის ფეისბუქგვერდს.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს