ვასო ურუშაძე - „ქართული ოცნების“ დეპუტატები ახალ ავტომობილებს ყიდულობენ იმ ფულით, რომლითაც მაგალითად, შეგვეძლო  ბავშვთა უფასო კვების პროგრამა მოგვეგვარებინა - ისინი ფიქრობენ გამდიდრებაზე და საკუთარ კომფორტზე

„ქართული ოცნების“დეპუტატები ახალ ავტომობილებს ყიდულობენ იმ ფულით, რომლითაც მაგალითად, შეგვეძლო ბავშვთა უფასო კვების პროგრამა მოგვეგვარებინა,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა, ვასო ურუშაძემ განაცხადა, როდესაც ისაუბრა პარლამენტის მიერ ახალი ავტომობილების შეძენასთან დაკავშირებით.

ვასო ურუშაძის თქმით, „ქართული ოცნების“ წევრები საკუთარ კომფორტზე და გამდიდრებაზე ფიქრობენ.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ და მათმა პარლამენტარებმა ვერ მოახერხეს და ვერ შექმნეს უკეთესი ცხოვრება საქართველოს მოქალაქეებისთვის, ვერც დამატებითი სამუშაო ადგილები, ვერც სოციალური პირობები, ვერც ბავშვთა უფასო კვების პროგრამა უზრუნველყვეს სკოლებში. რეალურად, ყველა ის გამოწვევა, რომელიც საქართველოს წინაშე დგას, არის კვლავ მოუგვარებელი, თუმცა ისეთი ფუფუნების და კომფორტის საგნები, როგორიც არის ძვირადღირებული ავტომობილი, საწვავი, მათთვის ხელფასების გაზრდა, ეს არის ის ამოცანა და მიზანი, რომელიც აქვთ რეალურად ბიძინა ივანიშვილის დეპუტატებს. ისინი ფიქრობენ გამდიდრებაზე, საკუთარ კომფორტზე და ახლა სჭირდებათ ახალი ავტომობილები, რომელსაც ყიდულობენ იმ ფულით, რომლითაც მაგალითად შეგვეძლო მოგვეგვარებინა ბავშვთა უფასო კვების პროგრამა, იმ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების საკითხი, რომელიც თბილისელების და საქართველოს მოქალაქეების ცხოვრებას შეცლიდა უკეთესობისკენ.“ - განაცხადა ვასო ურუშაძემ

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს