ირანის პრეზიდენტი - რუსეთი ირანის მნიშვნელოვანი სტრატეგიული მოკავშირე და მეზობელია

რუსეთი ირანის მნიშვნელოვანი სტრატეგიული მოკავშირე და მეზობელია, - ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშკიანმა განაცხადა.

„ამ რთულ პერიოდში ჩინეთი და რუსეთი ყოველთვის მხარს გვიჭერდნენ. ჩვენ ამ მეგობრობას ვაფასებთ. რუსეთი ირანის მნიშვნელოვანი სტრატეგიული მოკავშირე და მეზობელია და ჩემი ადმინისტრაცია ჩვენი თანამშრომლობის გაფართოებისა და გაძლიერების ერთგული დარჩება“, - განაცხადა ირანის პრეზიდენტმა.

მასუდ პეზეშკიანმა აღნიშნა, რომ თეირანი უკრაინაში კონფლიქტის დასრულების ინიციატივებს მხარს აქტიურად დაუჭერს.

„ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რეალობა უნდა აღიაროს და ერთხელ და სამუდამოდ გაიგოს, რომ ირანი ზეწოლას არ პასუხობს და ის, რომ ირანის თავდაცვის დოქტრინა ბირთვულ იარაღს არ შეიცავს“, - აღნიშნა ირანის პრეზიდენტმა.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს