თათია ნიკოლაშვილი - გაბიტაშვილი არის ივანიშვილის მორიგი მარიონეტი, რომლის დანიშვნითაც არაფერი იცვლება - ის გააგრძელებს ივანიშვილის დავალებების მორჩილად შესრულებას

გაბიტაშვილი არის ივანიშვილის მორიგი მარიონეტი, რომლის დანიშვნითაც არაფერი არ იცვლება, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, თათია ნიკოლაშვილმა გენერალური პროკურორის კანდიდატ გიორგი გაბიტაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

თათია ნიკოლაშვილი მიიჩნევს, რომ გაბიტაშვილი იმ დავალებებს შეასრულებს, რომლებიც საქართველოს ევროკავშირს კიდევ უფრო დააშორებს.

„ეს ადამიანი არის ივანიშვილის მარიონეტი, რომლის დანიშვნითაც არაფერი არ იცვლება იქიდან გამომდინარე, რომ შეასრულებენ ივანიშვილის დავალებებს და გააგრძელებენ იმას, რასაც უკეთებენ ამ დრომდე ჩვენს ქვეყანას -დაგვაშორონ ევროინტეგრაციის გზას, ისევ სცემონ ქუჩაში ახალგაზრდები, კვლავ დაარბიონ ეს ადამიანები, პოლიტიკოსებს სასტიკად გაუსწორდებიან და კვლავ არავინ არ დაისჯება. ეს არის კიდევ ერთი კადრი, რომელიც ამ დავალებებს შეასრულებს, მაგრამ აქ მთავარია ის, რომ სულ რაღაც სამი თვეა დარჩენილი არჩევნებამდე და არანაირი მნიშვნელობა არ ექნება ამ თანამდებობებს, რასაც ახლა ივანიშვილი საკუთარ გუნდს უნაწილებს. ეს ხელისუფლება შეიცვლება ძალიან მალე და 26 ოქტომბერს მათ გადანაცვლებებს ყველანაირი აზრი დაეკარგება“,- განაცხადა თათია ნიკოლაშვილმა, რომლის კომენტარსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს