ემანუელ მაკრონი სალომე ზურაბიშვილს - გაუმარჯოს ევროპულ სულს, რომელსაც ჩვენ ვიზიარებთ და რომელიც ყოველდღე გვაახლოებს

გაუმარჯოს ევროპულ სულს, რომელსაც ჩვენ ვიზიარებთ და რომელიც ყოველდღე გვაახლოებს, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი პლატფორმა X-ზე წერს და ეხმაურება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ მილოცვას „ბასტილიის დღესთან“ დაკავშირებით.

„მადლობა ამ სურვილებისთვის, ძვირფასო სალომე. გაუმარჯოს ფრანგულ სულს და მის მატარებელ ღირებულებებს: თავისუფლებას, თანასწორობას და ძმობას. და გაუმარჯოს ევროპულ სულს, რომელსაც ჩვენ ვიზიარებთ და რომელიც ყოველდღე გვაახლოებს“, - წერს მაკრონი.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთის რესპუბლიკას ეროვნული დღესასწაული, 14 ივლისი მიულოცა და დაწერა:

„საფრანგეთის რესპუბლიკას ვულოცავ 14 ივლისს. 235 წელია საფრანგეთი და ფრანგი ხალხი ერთგულია ამ ისტორიული დღის იდეალების: თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა. ჩემი საუკეთესო სურვილები საფრანგეთს და მის ხალხს! გაუმარჯოს საქართველოს და საფრანგეთის მეგობრობას!", - დაწერა პრეზიდენტმა ზურაბიშვილი პლატფორმა X-ზე.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს