ილია დარჩიაშვილი - პრემიერ-მინისტრს ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე ექნება შესაძლებლობა, იმსჯელოს იმ გამოწვევებზე, რომელიც აქვს ევროკავშირს და შესაძლებლობებზე, რომელსაც ჩვენი ქვეყანა აძლევს ევროპულ ოჯახს

საქართველოს პრემიერ-მინისტრს ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე ექნება შესაძლებლობა, სხვა ლიდერებთან ერთად, მრგვალი მაგიდის ფორმატში იმსჯელოს იმ გამოწვევებზე, რომელიც აქვს ევროკავშირს და ასევე იმ შესაძლებლობებზე, რომელსაც ჩვენი ქვეყანა აძლევს ევროპულ ოჯახს, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა, პრემიერ-მინისტრის გაერთიანებულ სამეფოში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში 50-მდე ლიდერი მონაწილეობს და პრემიერ-მინისტრს ასევე ექნება კოლეგებთან კომუნიკაციის კარგი შესაძლებლობა.

„18 ივლისს იწყება საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტი გაერთიანებულ სამეფოში, სადაც იმართება ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მორიგი სხდომა. აღნიშნული პლატფორმა იქნა შექმნილი პრეზიდენტ მაკრონის ინიციატივით და ეს არის დამატებითი პლატფორმა, შესაძლებლობა და მექანიზმი, იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც მიისწრაფვიან ევროკავშირში ინტეგრაციისთვის, რათა მოხდეს მსჯელობა იმ გამოწვევებზე, რომელიც აქვს ზოგადად, ევროკავშირს, ასევე იმ შესაძლებლობებზე, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნას ამ ქვეყნებისთვის. საქართველო პირველად, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსით იღებს მონაწილეობას ევროპის პოლიტიკური გაერთიანების ფორმატში. საქართველოს პრემიერ-მინისტრს ექნება შესაძლებლობა, სხვა ლიდერებთან ერთად, მრგვალი მაგიდის ფორმატში იმსჯელოს იმ გამოწვევებზე, რომელიც აქვს ევროკავშირს და ასევე იმ შესაძლებლობებზე, რომელსაც ჩვენი ქვეყანა აძლევს ევროპულ ოჯახს. მრგვალი მაგიდა იქნება ენერგეტიკისა და დაკავშირებადობის თემატიკაზე. ჩვენ ყოველთვის აღვნიშნავთ, რომ საქართველოს აქვს უზარმაზარი პოტენციალი, რომ შეასრულოს განსაკუთრებული როლი ევროპის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფაში. შესაბამისად, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ექნება კონკრეტული გზავნილები, რომელიც შეეხება ჩვენი ქვეყნის შესაძლებლობებს, როლს და იმ სარგებელს, რომელიც საქართველომ შეიძლება მოუტანოს ევროკავშირს. ვფიქრობ, რომ კარგი შესაძლებლობაა, წარმოჩინდეს ჩვენი ქვეყანა. პრემიერ-მინისტრს ასევე ექნება კოლეგებთან კომუნიკაციის კარგი შესაძლებლობა. როგორც ცნობილია, 50-მდე ლიდერი მონაწილეობს ამ პლატფორმაში და იქნება დისკუსიები ყველა აქტუალურ თემაზე, მათ შორის, უკრაინის, მიგრაციის საკითხებზე და ევროკავშირის გაფართოება", - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - არაფერი მიანიშნებს, რომ „ქართული ოცნება“ საგარეო ორიენტირს ცვლის და აშშ-თან ან ევროკავშირთან პოლიტიკური ურთიერთობების დალაგებას ცდილობს, საქმე გვაქვს ეკონომიკური ან ლოჯისტიკური პრობლემების გადაწყვეტის მცდელობასთან
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2026
Gorenje-მ ფეხბურთის ლეგენდა ლუკა მოდრიჩი ბრენდის ელჩად დაასახელა: ნამდვილი სიდიადე სახლიდან იწყება
ერთიანი სისტემა წარმოებიდან მომხმარებლამდე - ვერტიკალური ინტეგრაციის მოდელი NMG-ში
50%-იანი ქეშბექი შოპინგზე - Bybit Georgia და City Mall ახალ კამპანიას იწყებენ
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების მეორე ეტაპზე შეთავაზებული აპარტამენტები ერთ დღეში გაიყიდა
რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია „საქრძე“ უერთდება „საოჯახო კალათის“ ინიციატივას
კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია