შალვა პაპუაშვილი - ჩვენ არ გვინდა „მხოლოდ“ და „ოღონდ“ წევრობა და ყველაფერი წაუღია წყალს - ჩვენ გვინდა მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით შევიდეთ ევროკავშირში, არც ერთს, ამ სამი კომპონენტიდან საფრთხე არ უნდა შეექმნას

ჩვენ არ გვინდა „მხოლოდ“ და „ოღონდ“ წევრობა და ყველაფერი წაუღია წყალს. ჩვენ გვინდა მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით შევიდეთ ევროკავშირში, არც ერთს, ამ სამი კომპონენტიდან საფრთხე არ უნდა შეექმნას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ვიზალიბერალიზაციის მოლაპარაკებების გახსნის დროს, მართალია საქართველო უკრაინას ჩამოტოვეს, თუმცა შესრულებული ამოცანებით საქართველო ბერად წინ წავიდა და უკრაინას დაელოდა შემდგომ, რომ ვიზალიბერალიზაცია მიეღო ქვეყანას.

მისი თქმით, ეს ყველაფერი არავის უჩუქებია საქართველოსთვის და ეს ყველაფერი მათი ძალისხმევის შედეგი იყო.

„ამ 12 წლის განმავლობაში, როცა ოპოზიციამ ერთ წამითაც არ დაიხიეს ამ თავისი ნარატივისგან, ჩვენ მივიღეთ ასოცირების შეთანხმება, ვიზალიბერალიზაცია, კანდიდატის სტატუსი. ეს მივიღეთ არა მხოლოდ შიგნით წინააღმდეგობის მიუხედავად, მათ შორის ევროპის წინააღმდეგობის მიუხედავად, ჩვენ ეს ასოცირების შეთანხმება კი არ გვაჩუქა ვინმემ, ასოცირების შეთანხმებაზე მოლაპარაკება სამი წლით გვიან დაიწყეს საქართველოსთან, მათ უკრაინას ჩამოგვარჩინეს.

სამი წელი ველოდით ვიზალიბერალიზაციაზე მოლაპარაკების გახსნას. საბოლოო ჯამში უკრაინის დალოდება ჩვენ მოგვიწია, ვინაიდან წინ წავედით შესრულებული ამოცანებით. ეს ყველაფერი არავის უჩუქებია ჩვენთვის, ჩვენ მოვიპოვეთ ჩვენი ძალისხმევით, მათ შორის, პოლიტიკური მიდგომებით, სხვადასხვა ქვეყანასთან და პარტნიორთან მუშაობით. წინააღმდეგობა დიდი იყო და ამ წინააღმდეგობას გადალახვა სჭირდებოდა, ზუსტად ასე იქნება ახლაც.

ახლა არის გარკვეული კონტექსტი და კონიუნქტურა, რომელიც შექმნილი არის, ვხედავთ ჩვენ, მათ შორის,უკრაინაში მიმდინარე ომი არის ამის ერთ–ერთი განმაპირობებელი. როდესაც ვსაუბრობთ ევროპულ ინტეგრაციაზე, აქაც არსებობს მოლოდინი და მოთხოვნა საქართველოს მიმართ, რომ მაქსიმალურად დაუახლოვდეს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის მიმართულებებს, რაც თავის თავში გულისხმობს სანქციებს, მათ შორის, რუსეთისთვის სანქციების დაწესებას.

ჩვენ აქ ვამბობთ, რომ არ შეიძლება ჩვენ ჩვენს ევროპულ კურსს გადავაყოლოთ ამ ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება. ჩვენ არ გვინდა „მხოლოდ“ და „ოღონდ“ წევრობა და ყველაფერი წაუღია წყალს. ასე არ შეიძლება მიდგომა, ვინაიდან ჩვენ გვინდა მშვიდობით შევიდეთ ევროკავშირში, თორემ არსობებს სხვა მოკლე გზები. კონფლიქტებითაც შეიძლება იყოს ეგ გზები. ჩვენ გვინდა მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით შევიდეთ. არც ერთს ამ სამი კომპონენტიდან საფრთხე არ უნდა შეექმნას, ისე უნდა შევიდეთ ევროკავშირში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა გადაცემა ,,იმედი LIVE’’ ეთერში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში