პრემიერი CRRC-საქართველოს კვლევაზე - ასეთი კვლევები სანდო არაა - რუსეთს საქართველოს ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული, ეს არის მოცემულობა - საქართველოსთვის პრობლემას გლობალური ომის პარტია ქმნის

ასეთი კვლევები არაა სანდო. რუსეთის ფედერაციას აქვს ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების 20%. ეს არის მოცემულობა, საქართველოსთვის პრობლემას ქმნის გლობალური ომის პარტია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC-საქართველოს) მიერ გამოქვეყნებულ კვლევას გამოეხმაურა, რომლისთვის მიხედვითაც, საქართველოს მოქალაქეების 69% ქვეყნის მთავარ მტრად რუსეთს მიიჩნევს.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, გლობალურ ომის პარტიას აქვს ძალიან პრინციპული გავლენა ოფიციალურ სტრუქტურებზე როგორც აშშ-ში, ასევე ევროკავშირში.

„ასეთი კვლევები არაა სანდო. რუსეთის ფედერაციას აქვს ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების 20%. ეს არის მოცემულობა. რაც შეეხება სხვა მიმართულებით საფრთხეებსა და პრობლემებს, ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოსთვის ვინც ქმნის პრობლემას, ეს არის გლობალური ომის პარტია. ჩვენ არაერთხელ დავაკონკრეტეთ, რომ გლობალურ ომის პარტიაში არ ვგულისხმობთ აშშ-სა და ევროკავშირს. სამწუხაროდ, გლობალურ ომის პარტიას აქვს ძალიან პრინციპული გავლენა ოფიციალურ სტრუქტურებზე როგორც აშშ-ში, ასევე ევროკავშირში. მე ვთქვი, რომ ევროკავშირსაც და აშშ-საც სჭირდება დეოლიგარქიზაცია. საზოგადოება კარგად ხედავს და ხვდება ამ ყველაფერს. სწორედ ამის შედეგია, რომ ჩვენ ძალიან სერიოზული წნეხის მიუხედავად, 2022 წლიდან დღემდე, მოვახერხეთ ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება.

ვეთანხმები იმ მოცულობას, რაც ქვეყანაშია - ქვეყნის ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული, ეს არის ფაქტი და მოცემულობა. 2022 წლიდან დღემდე, გლობალური ომის პარტია, მათ შორის, კონკრეტული დასავლური სტრუქტურების ჩართულობით, საქართველოში ომის მეორე ფრონტის გამოწვევას ცდილობდა. სამწუხაროდ, გლობალურ ომის პარტიას აქვს არსებითი გავლენა ოფიციალურ სტრუქტურებზე. ეს არის მოცემულობა. აქედან გამომდინარე, ყველას შეუძლია საკუთარი დასკვნები გამოიტანოს“, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC-საქართველოს) მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეების 69% ქვეყნის მთავარ მტრად რუსეთს მიიჩნევს. კვლევა სახელწოდებით "კავკასიის ბარომერტი 2024“, 16 აპრილიდან 13 მაისამდე პერიოდს მოიცავს. ამასთან, კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 24% ამბობს, რომ საქართველოს მთავარი მეგობარი ამერიკის შეერთებული შტატებია.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა