2025 წელს ეთნიკური უმცირესობები სპეცმასწავლებლისა და ასევე, კომბინირებულ გამოცდას სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე ჩააბარებენ

2025 წელს ეთნიკური უმცირესობები სპეცმასწავლებლისა და ასევე, კომბინირებულ გამოცდას სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე ჩააბარებენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში განუცხადეს, უწყება ეთნიკური უმცირესობების მასწავლებლებისთვის გამოცდის მშობლიურ ენაზე ჩაბარების ადმინისტრირებაზე მუშაობს.

„ყველა ეთნიკური უმცირესობის მასწავლებელს, ნებისმიერი საგანში კომპეტენციის ამაღლების შესაძლებლობა დღესაც მშობლიურ ენაზე აქვს. გამონაკლისი იყო კომბინირებული გამოცდა და ასევე, სპეციალური მასწავლებლის გამოცდა. ჩვენ ვიმუშავეთ ამასთან დაკავშირებით და ჩვენი გეგმაა, 2025 წელს, ეთნიკური უმცირესობის მასწავლებლებმა კომბინირებული და სპეცმასწავლებლის გამოცდა სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე ჩააბარონ. ვაორგანიზებთ ამას“, - განაცხადეს განათლების სამინისტროში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა