ანა ბუჩუკური - სასამართლო ხელისუფლების გავლენის ჯგუფი საკუთარ თავს იცავს!

სასამართლო ხელისუფლების გავლენის ჯგუფი საკუთარ თავს იცავს! - ასე ეხმაურება პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატი ანა ბუჩუკური საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც პრეზიდენტის განკარგულება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ, შეაჩერა.

ბუჩუკურის შეფასებით, ეს ნათელი მაგალითია იმისა, როცა სასამართლო ე.წ. კლანის მახინჯი, მანკიერი სისტემით იმართება და ეს სისტემა ახლა თავს იცავს.

„ეს არის ჩაკეტილი წრე. ერთია ის, რომ ბიძინა ივანიშვილმა და ივანიშვილის „ოცნებამ“ სანდრო გირგვლიანის მოსამართლე და მისთანანი გადმოიბირა და ერთადერთი მიზნით გააძლიერა - სასამართლოს გავლენის ჯგუფი ივანიშვილს ხელისუფლების და ძალაუფლების გახანგრძლივებაში უნდა დაეხმაროს. მურუსიძე - ჩინჩალაძე ის მოსამართლეები არიან, რომლებიც მთავარი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან კორუფციის ბრალდებით დასანქცირდნენ. როცა ჩვენ პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ვითხოვდით, მათ მთელი „ქართული ოცნება“ გადაეფარა“, - აღნიშნა ანა ბუჩუკურმა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს პრეზიდენტის 2024 წლის 15 ივლისის განკარგულება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ შეჩერდა. ამასთან, როგორც სასამართლოში აცხადებენ, საქმეზე სამართალწარმოების საბოლოოდ დასრულებამდე, საქართველოს პრეზიდენტს აეკრძალა, ახალი კონკურსის ჩატარება და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხვა ახალი წევრის ნებისმიერი ფორმით დანიშვნა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს