თბილისში, თერგის ბაზრობასთან 30 წლამდე მამაკაცი დაჭრეს

თბილისში, თერგის ბაზრობასთან 30 წლამდე მამაკაცი დაჭრეს. არაოფიციალური ინფორმაციით, ორ ახალგაზრდას შორის შელაპარაკება მოხდა, რის შემდეგაც, ერთ-ერთმა მათგანმა მეორეს ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა. აღნიშნული პირი სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე დააკავეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19/108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 13-14 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ