რუსეთის დუმამ ცვლილებების პაკეტი მიიღო, რომელიც რუსეთში ნებისმიერი უცხოური ორგანიზაციის „არასასურველად“ გამოცხადების შესაძლებლობას ქმნის

რუსეთის დუმამ ცვლილებების პაკეტი მიიღო, რომელიც რუსეთში ნებისმიერი უცხოური ორგანიზაციის „არასასურველად“ გამოცხადების შესაძლებლობას ქმნის, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ის რუსული სამსახური ავრცელებს.

ცვლილებების პაკეტი, რომელიც რუსეთის დუმამ საბოლოო, მესამე მოსმენით მიიღო, მსგავს ორგანიზაციებთან თანამშრომლობისთვის, როგორც რუსეთში, ისე მის გარეთ მცხოვრები ადამიანებისთვის, თავისუფლების აღკვეთას ან ჯარიმას ითვალისწინებს.

კანონში ცვლილებების პაკეტი რუსეთში ნებისმიერი უცხოური ორგანიზაციის საქმიანობის, მათ შორის უცხო ქვეყნების სამთავრობო უწყებების მიერ დაარსებული ორგანიზაციების, „არასასურველად“ გამოცხადებას შესაძლებელს ხდის.

კანონს ახლა რუსეთის ფედერაციის საბჭო განიხილავს, შემდეგ კი იგი ხელის მოსაწერად ვლადიმერ პუტინს გადაეგზავნება.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს