თანამედროვე ქართველი ავტორები და ანსამბლი „შვიდკაცა“ ლიტერატურული ტურნეს ფარგლებში ქუთაისში მკითხველს შეხვდებიან

წიგნი და მუსიკა - ამ სახელწოდებით გამომცემლობა "პალიტრა L” საზოგადოებისთვის განსაკუთრებულ საღამოს ამზადებს. 26 ივლისს თანამედროვე ქართველი ავტორები და ანსამბლი „შვიდკაცა“ ლიტერატურისა და მუსიკის მოყვარულებს ქუთაისში, რესტორან "გელათი რეზიდენსში" საოცარ საღამოზე შეხვდებიან.

ღონისძიება "პალიტრა L-ის" ლიტერატურული ტურნეს ფარგლებშია დაგეგმილი. შეხვედრაზე მისული სტუმრები გემრიელი ფურშეტისა და სასმლის თანხლებით საყვარელ თანამედროვე ავტორებს შეხვდებიან. თითოეულ ავტორთან შეხვედრას 1 საათი დაეთმობა. საღამოს განრიგი ასეთია:

  • 17:00 - გიორგი კეკელიძე, "გურული დღიურები"
  • 18:00 - თეონა დოლენჯაშვილი, "მეამბოხე"
  • 19:00 - ლელა ლაშხი, "ნეირონი"
  • 20:00 - რამაზ გიგაური, "ბედნიერების ხელოვნება"

ავტორები საკუთარ შემოქმედებაზე ისაუბრებენ, მკითხველის შეკითხვებს უპასუხებენ, მათთან სამახსოვრო ფოტოებს გადაიღებენ და ავტოგრაფებსაც დაარიგებენ. შეხვედრა არაფორმალურ ფორმატში ჩატარდება, რაც მკითხველს საყვარელ ავტორებთან უშუალო კომუნიკაციის შესაძლებლობას მისცემს.

21:00 საათიდან კი საღამოს ანსამბლი "შვიდკაცა" გააფორმებს მუსიკალურად.

ბილეთების შესაძენად გადადით ბმულზე: http://short.palitra.ge/860PjuY2

ლიტერატურული ტურნე ქუთაისში გელოდებათ!

(R)

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს