მამუკა ხაზარაძე - პრეზიდენტთან შეხვედრა იყო ძალიან საინტერესო -  ჩვენ ვართ სტრატეგიული პარტნიორები

პრეზიდენტს ვესაუბრეთ ჩვენს გეგმებზე და იმ სამომავლო გაერთიანებაზე, რომელსაც საზოგადოება ძალიან მალე გაიგებს - ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ „ინტერპრესნიუსს“ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, ახალი პოლიტიკური გაერთიანების ლიდერები და პრეზიდენტი საუბრისას შეთანხმდნენ იმაზეც, რომ იქნება სერიოზული აქტიურობა ემიგრაციის მიმართულებით, რათა ქვეყნიდან გასულმა ემიგრანტებმა არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა.

„პრეზიდენტთან შეხვედრა, როგორც ყოველთვის, იყო ძალიან საინტერესო. ჩვენ ვართ სტრატეგიული პარტნიორები იმ საკითხში, რასაც ჰქვია ქვეყნის ევროპული მომავალი. ჩვენ გავაცანით ის გეგმები და ის გადადგმული ნაბიჯები, რომლებიც რამდენიმე დღის წინ გადავდგით. ეს არის დიდი პლატფორმის შექმნა „თავისუფლების მოედანთან“ და ანა დოლიძის პარტიასთან. ვესაუბრეთ ასევე იმ მომავალ გაერთიანებასთან დაკავშირებით, რომელიც ბოლო დღეებში ძალიან ბევრი გვაქვს კონსულტაციის სახით და რომელზეც საზოგადოება ძალიან მალე გაიგებს. შევთანხმდით, რომ იქნება ძალიან სერიოზული აქტიურობა ემიგრაციის მიმართულებით - გვინდა, რომ ჩავრთოთ ჩვენი ემიგრანტები ქვეყნისთვის ამ გადამწყვეტ და მნიშვნელოვან არჩევნებში“, - აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

ვაჟა ბერიძე - ქართული პოლიტიკური ველი? - დღეს არ არსებობს, დღეს ის ტრანსფორმაციის სტადიაშია
ქართული პრესის მიმოხილვა 13.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს