კახა ქემოკლიძე - „ქართულ ოცნებას“ შეთქმულებების თეორიები ჩვევად ექცა - „კომპარტიაშიც“ ეჩვენებოდათ, რომ ამერიკელები ატომურ თავდასხმას უმზადებდნენ

„ქართულ ოცნებას“ შეთქმულებების თეორიები ჩვევად ექცა - „კომპარტიაშიც“ ეჩვენებოდათ, რომ ამერიკელები ატომურ თავდასხმას უმზადებდნენ,- ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, კახა ქემოკლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ სუს-ში დაწყებული გამოკითხვების სერიასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ქემოკლიძემ აღნიშნა, ის ელოდება, რომ უახლოეს კვირებში ამ საკითხთან დაკავშირებით, აბსურდულ და უხარისხო მტკიცებულებებს გაავრცელებენ.

„უფრო შეთქმულებების თეორიებთან გვაქვს საქმე, ღრმა კონსპიროლოგიასთან, რომელიც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ჩვევად ექცათ და, განსაკუთრებით, ამისკენ მიდრეკილი არის ბატონი ბიძინა ივანიშვილი. მე ამას ცოტა არასერიოზულად ვუყურებ იმიტომ, რომ არ მაქვს სერიოზულად ყურების საფუძველი. სამწუხაროდ, პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, ისევე, როგორც ზოგიერთ ყოფილ კოლეგას, არ ჰყოფნის გამბედაობა, პირში უთხრან ხელმძღვანელობას, რომ ამ აბსურდულ იდიოტიზმზე საკუთარ თავს არ მოაცდენენ. საბჭოთა კავშირის დროს, განსაკუთრებით ცივი ომის დროს, „კა-გე-ბეს“ ზუსტად იგივე საოპერაციო მეთოდები ჰქონდა. როგორც ივანიშვილის ტვინი არის რაღაც კონსპიროლოგიით დაკავებული, კომპარტიის 99,9% ზუსტად იმავენაირად აზროვნებდა - ეჩვენებოდათ, რომ დასავლელები და, განსაკუთრებით, ამერიკელები მათ ატომურ თავდასხმას უმზადებდნენ და „კა-გე-ბეს“ პოლიტიკური ხელმძღვანელობიდან უშლიდნენ, რომ მოეპოვებინათ მტკიცებულებითი ბაზა, რათა ეს თეზისი გაემყარებინათ. ანუ, პირიქით კი არ აკეთებდნენ, რომ მოპოვებული მტკიცებულებებისა და ობიექტური სადაზვერვო ინფორმაციის საფუძველზე გაეკეთებინათ ანალიზი.

ჩემი პროფესიული ალღო და ინსტინქტი მკარნახობს, რომ შემდეგი რამდენიმე დღის, შეიძლება კვირების, იმიტომ, რომ დაელოდონ არჩევნების მოახლოებას, მსგავსი ტიპის აბსურდული, პროვინციული, უხარისხო ე.წ. მტკიცებულებების წარმოდგენა და შემდეგ „იმედის,“ „რუსთავი 2-ისა“ და სხვადასხვა სამთავრობო ტელეარხების მეშვეობით ამ დეზინფორმაციის წახალისება დაიწყონ მედიაველზე. მე აქ განსაკუთრებული ვერაფერი დავინახე. ამათ ამორალურობას საზღვარი არ აქვს, უკრაინაში მებრძოლ ჩვენს გმირ ქართველებს აბრალებენ, რომ, თურმე, მათი პარტიის საპატიო თავმჯდომარეზე აპირებდნენ თავდასხმას.

„ფე-ეს-ბე“ წლების განმავლობაში ცდილობდა, რომ საქართველოს ძალოვანი ინსტიტუციების ნდობა ქვეყნის მოსახლეობაში შეერყია. ეს იყო მათი ერთ-ერთი სტრატეგიული ამოცანა. ამას ვინ აკეთებს - ფაქტობრივად, უსაფრთხოების სამსახურის პოლიტიკური ხელმძღვანელობის ხელით აკეთებენ იმას, რაც „ფე-ეს-ბეს“ დოქტრინული ამოცანაა - მართლა რაღაც რომ მოხდეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს აბსოლუტურად განულებული ნდობა და ავტორიტეტი ჰქონდეს გინდათ ოპოზიციურად განწყობილ მოსახლეობაში, გინდათ მთავრობის მომხრეებში. ეს უწყება გარანტირებულად აპოლიტიკური უნდა იყოს და იმის ნაცვლად, რომ აპოლიტიკური გახადონ, პირიქით აკეთებენ“, - განაცხადა კახა ქემოკლიძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია