“ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2024” განაცხადების მიღება გრძელდება

კონკურსში „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2024“ განაცხადების მიღება გრძელდება.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, ნამუშევრების წარდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 10 ოქტომბერი.

წელს კონკურსი გამარჯვებულებს შემდეგ კატეგორიებში გამოავლენს:საუკეთესო სტატია ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში;საუკეთესო სიუჟეტი სამაუწყებლო ან ელექტრონულ მედიაში;საუკეთესო საგამოძიებო სტატია ან სიუჟეტი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში;საუკეთესო ბლოგი/საავტორო სტატია/სვეტი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში;ყველაზე ორიგინალური და ინოვაციური ნაშრომი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში;საერთო ფასეულობების ამსახველი საუკეთესო დოკუმენტური ფოტო;საუკეთესო სტუდენტური ნაშრომი ბეჭდურ, სამაუწყებლო ან ონლაინ მედიაში.

თითოეულ კატეგორიაში გამარჯვებული მიიღებს ფულად პრიზს.

ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2012 წელს, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მხარდაჭერით დაარსდა. კონკურსი ხელს უწყობს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ნორმების დამკვიდრებას ქართულ მედიაში.

"2024 წელს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში აღარ გაიცემაევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას საქართველოში (EUMM) აქცენტი გადააქვს დამწყები ჟურნალისტების შესაძლებლობების გაძლიერებაზე კონფლიქტების გაშუქების სფეროში. ახლადშემუშავებული პროექტების მეშვეობით, რომლებიც კონკრეტულად ჟურნალისტიკის სტუდენტებისთვისაა გამიზნული, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ხელს შეუწყობს ამბების გაშუქებას ისე, რომ წაახალისოს თემებს შორის ნდობის ჩამოყალიბება და მშვიდობა, რაც, მისიის მანდატის შესაბამისად, მისი ერთ-ერთი პრიორიტეტია", - ნათქვამია ინფორმაციაში.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს