თეონა ჭალიძე - საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენება არ უნდა გახდეს ფარულობასთან დაკავშირებით მცდარი და მავნებლური ინფორმაციის გავრცელების საფუძველი - ამომრჩეველს უნდა დავუბრუნოთ რწმენა, რომ მათი ერთი ხმა გადამწყვეტია

საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენება არანაირად არ უნდა გახდეს ფარულობასთან დაკავშირებით მცდარი და მავნებლური ინფორმაციის გავრცელების საფუძველი - ამომრჩეველს უნდა დავუბრუნოთ რწმენა, რომ მათი ერთი ხმა გადამწყვეტია, ხოლო არჩევანი ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებული შიშებისგან დამოუკიდებლად უნდა გააკეთონ, - ამის თაობაზე დღეს “სტრატეგია აღმაშენებლის“ სოციალური მიმართულების ხელმძღვანელმა თეონა ჭალიძემ განაცხადა.

ჭალიძის თქმით, განსაკუთრებით საყურადღებოა ადამიანებმა არჩევნების ფარულობაში ეჭვი არ შეიტანონ და თავისუფალი არჩევანის გაკეთება შეძლონ.

„2024 წლის გადამწყვეტ არჩევნებზე ივანიშვილის პარტიის მთავარი მოკავშირე სიღარიბეა. სახელისუფლებო პარტია არსებულ სოციალურ პოლიტიკას საარჩევნო ინსტრუმენტად იყენებს.

მაშინ როცა მიზნობრივი სოციალური დახმარებების ერთიან ბაზაში მილიონ 243 ათასზე მეტი ადამიანია რეგისტრირებული და მათგან 672 909 პირი საარსებო შემწეობის მიმღებია, ხოლო 49 311 საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახიდან ერთი წევრი მაინც პარალელურად საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამაშია ჩართული, განსაკუთრებით საყურადღებოა მომავალ არჩევნებში ადამიანებმა ეჭვი არ შეიტანონ არჩევნების ფარულობაში და თავისუფალი არჩევანის გაკეთება შეძლონ. წლების განმავლობაში გარკვეული მექანიზმების გამოყენების შედეგად ფაქტია, რომ საგანგაშოდ მაღალია იმ პირთა რაოდენობა, რომელიც დაშვების დონეზე, უშვებს რომ შესაძლებელია იმის გაგება, თუ ვის მისცემს ხმას (44%).

საყურადღებოა, რომ მაღალია იმ პირთა რაოდენობაც, ვინც ფიქრობს რომ შესაძლებელია სოციალური დახმარება მოუხსნან პირს, რომლის ოჯახის წევრებიც არჩევნებზე არ მივლენ (48%). სწორედ ამიტომ დემოკრატიული არჩევნების ჩატარებით დაინტერესებულმა ყველა აქტორმა თავისი შესაძლებლობის ფარგლებში ძალისხმევა არ უნდა დაიშუროს საზოგადოებაში არსებული ამ დამოკიდებულებების შესაცვლელად.

არჩევნები ფარულია. ვერავინ გაიგებს ამომრჩეველმა ვის სასარგებლოდ გააკეთა არჩევან”, - აცხადებს თეონა ჭილაძე.

ემილ ავდალიანი - საქართველო რეგიონის გეოგრაფიული ცენტრია, ამიტომ ლოგიკურია, თუ თეირანი, პეკინი და მოსკოვი ცდილობენ, თბილისთან ახლო ურთიერთობები დაამყარონ და ერთგვარად თავის „ბანაკში“ გადმოიბირონ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.06.2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
მყინვარწვერის გზაზე უკვე მაგთის 5G-ია
საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტმა ქართულ ფინტექს ნდობა გამოუცხადა - Kursi.ge-ს ახალი ეტაპი
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების ახალ ეტაპზე წარმოდგენილი ერთეულები რამდენიმე საათში სრულად გაიყიდა