საბა ბუაძე - ხელისუფლებას არაფერი აქვს სათქმელი და ისღა დარჩენია,  ყველა დღე ოპოზიციაზე საუბრით დაიწყოს - ქუთაისელებს უთხრან, რატომ ჩამოიქცა გელათი, ბათუმელებს - რატომ არის რუსების უკონტროლო შემოდინება, კახელებს - რატომაა პენსია დაბალი?

ცილისმწამებლური კამპანია ემსახურება ერთადერთ რამეს, რომ მათი გაფუჭებული საქმეები გადაფაროს და ხელისუფლებას, რომელსაც არაფერი აქვს სათქმელი ქართველი ხალხისთვის, ისღა დარჩენია ყოველი დღე ოპოზიციაზე საუბრით დაიწყოს, - ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა საბა ბუაძემ აღნიშნა, რითაც პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ის ბოლო პერიოდში, საქართველოს ხელისუფლების მიერ რუსეთისთვის სანქციების არ დაწესების პოლიტიკის მიმართ ოპოზიციის შეცვლილ რიტორიკაზე საუბრობდა.

როგორც ბუაძემ განმარტა, „ქართულ ოცნებას“ არაფერი აქვთ ქართველი ხალხისთვის სათქმელი.

„სამარცხვინო შალვა პაპუაშვილი გერმანული საერთაშორისო ორგანიზაციიდან პირდაპირ ივანიშვილის კალთაში გადახტა, იმისთვის, რომ გაავრცელოს ის ტყუილი, რომლითაც მას გაუხარებს გულს. ჩვენ ვიცით, რომ მათ არაფერი აქვთ ქართველი ხალხისთვის სათქმელი. შესაბამისად, თავად მოიაროს საქართველო, ქუთაისელებს უთხრას, რატომ ჩამოიქცა გელათი; ბათუმელებს უთხრას, რატომ არის, მთელი წლის განმავლობაში, მთელს აჭარაში რუსების უკონტროლო შემოდინება; კახელებს უთხრას, რატომ არაა ამ ქვეყანაში არანაირი ეკონომიკური პერსპექტივა და პენსიონერებს მთელი საქართველოს მასშტაბით განუმარტოს, რატომ არის მათი პენსია ასეთ კრიტიკულად დაბალ ნიშნულზე. სინამდვილეში, ეს ცილისმწამებლური კამპანია ემსახურება ერთადერთ რამეს, რომ მათი გაფუჭებული საქმეები გადაფაროს და ხელისუფლებას, რომელსაც არაფერი აქვს სათქმელი ქართველი ხალხისთვის, ესღა დარჩენია, ყოველი დღე დაიწყოს ოპოზიციაზე საუბრით, ნაცვლად იმისა, რომ გააკეთოს საქმე“, - განაცხადა ბუაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ბოლო პერიოდში ვხედავთ რადიკალური ოპოზიციის შეცვლილ რიტორიკას საქართველოს ხელისუფლების მიერ რუსეთისთვის სანქციების არ დაწესების პოლიტიკის მიმართ. მისივე თქმით, ადამიანები, რომლებიც ქსენოფობიის დონემდე მისულ ისტერიას თესავდნენ, დღეს რუსეთთან ღვინით და ვაშლით ვაჭრობაზე და რუსი ტურისტებისგან მიღებულ სარგებელზე ალაპარაკდნენ. „თუკი ოპოზიცია შეძლებს ერთი გრამი ძალაუფლების ხელში ჩაგდებასაც კი, საქართველო დაუბრუნდება კვლავ ომების და ნგრევის ქაოსს, რომლიდანაც, როგორც იქნა ეს ქვეყანა დავიხსენით,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია