მამუკა ხაზარაძე - ვის რაში სჭირდება ბიძინა ივანიშვილი? მას ეშინია პუტინის და იმიტომ უკეთებს ამას ქვეყანას - ესენი არიან რუსების დამქაშები, მათგან სიკეთეს ნუ ელოდებით, ოქტომბერში დავამთავროთ ეს მარაზმი პოლიტიკა

ჩვენ გვჭირდება, რომ ვიყოთ გახსნილი ყველა ინვესტორისთვის და არა მხოლოდ ერთი ქვეყნის სახელმწიფო კომპანიისთვის, რომელიც უკრაინა-რუსეთის ომში რუსეთის მთავარი სტრატეგიული პარტნიორია, - ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ ანაკლიის პორტზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ანაკლიის პორტი ევროპული, ამერიკული და ჩინური ინვესტიციებით უნდა აშენებულიყო და მისი 100%-ით ჩინეთისთვის გადაცემა არ უნდა მომხდარიყო.

„ჩემი მიდგომა იყო ყოველთვის, რომ ყოფილიყო ევროპული, ქართული და ჩინური ინვესტიციები, არ მომხდარიყო გადაცემა 100%-ით ჩინეთზე. მანიპულაციაა, რომ აქციების 51% სახელმწიფოს საკუთრებაშია. მოვა დრო და ავხსნი რას ნიშნავს ეს, ეს ის არ არის, როგორც უნდათ, რომ მათ გაყიდონ. ეს არის ჩინური კომპანია, რომელიც ძალიან ბევრ სანქციებშია მოხვედრილი და ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი უსაფრთხოებისთვის, სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხი და ძალიან სახიფათოა რასაც აკეთებენ. [ანაკლიის პორტი] ისე უნდა გამოვიდეს, რომ ჩინელიც იყოს, ამერიკელიც, ევროპელიც და რაც შეიძლება მეტი ქვეყნის დროშა, ჩვენ გვჭირდება, რომ ვიყოთ გახსნილი ყველა ინვესტორისთვის და არა მხოლოდ ერთი ქვეყნის სახელმწიფო კომპანიისთვის, რომელიც უკრაინა-რუსეთის ომში რუსეთის მთავარი სტრატეგიული პარტნიორია.

რასაც ვამბობდი ყველა იმ სიტყვაზე ხელს ვაწერ დღესაც, ეს იყო რუსეთთან მიმართებაში, ჩვენს მეომრებთან მიმართებაში, რომლებსაც დღეს სუს-ში იბარებენ რაღაც შეთითხნილი სისულელით, რომ თავი შეაცოდოს ხალხს. ვის რაში ჭირდება ბიძინა ივანიშვილი? ბიძინა ივანიშვილს ეშინია პუტინის და იმიტომ უკეთებს ამ ქვეყანას ამას და ა.შ.“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

როგორც ხაზარაძე აღნიშნავს, ანაკლიის პორტის მშენებლობა ბიძინა ივანიშვილს რომ არ ჩაეშალა, 2020 წელს პორტი უკვე პირველ გემს მიიღებდა.

„მე მგონი ყველამ ძალიან კარგად გაიგო, რომ ანაკლიის პროექტი ჩაშალა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა მთავრობამ. 5 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენ არ მოგვეცა საშუალება, რომ დაგვემთავრებინა ანაკლია. 2020 წელს მივიღებდით პირველ გემს და სხვა საქართველო გვექნებოდა, სხვა ეკონომიკა გვექნებოდა და სხვა ამბები გვექნებოდა ამ ქვეყანაში. 5 წელია ყოველდღე გვესმის, რომ რაღაცას დავიწყებთ, რაღაცას გამოვაცხადებთ, ესენი არიან მატყუარები, ესენი არიან რუსების დამქაშები აქ და მათგან სიკეთეს ნუ ელოდებით. ერთადერთი გამოსავალია, რომ ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეთ და ოქტომბერში, როგორც არაერთხელ უქნია ქართველ ერს, დავამთავროთ ეს მარაზმი პოლიტიკა საქართველოში“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის