თსუ-ში ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის 2024 წლის კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ღონისძიება გაიმართა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წლის მთავარი ღონისძიება - ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის 2024 წლის კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

თსუ-ის ინფორმაციით, რექტორმა, აკადემიკოსმა, ჯაბა სამუშიამ და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა კურსდამთავრებულებს უნივერსიტეტის დამთავრება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.

„ღონისძიებას თსუ აკადემიური საბჭოს წევრები, ფაკულტეტების დეკანები, საპატიო სტუმრები ესწრებოდნენ.

წელს თსუ 3600-ამდე სტუდენტმა დაამთავრა. მათ შორის, ყველაზე წარჩინებულები - 2024 წლის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის შვიდივე ფაკულტეტის ყველაზე წარმატებული კურსდამთავრებულები წარჩინების სიგელებითა და სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

ღონისძიება დატვირთული იყო თანამედროვე ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნილი მასალებით.

თსუ კაპელამ შეასრულა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი და სტუდენტური ჰიმნი „გაუდეამუსი“. ხოლო მუსიკალური კონკურსის „თსუ სთარ 2024“-ის ფინალისტებმა და წლევანდელმა კურსდამთავრებულებმა „გაუდეამუსის“ ახალი, განსხვავებული ვერსიით შესრულებული „ფლეშმობი“ შესთავაზეს.

ღონისძიების ფარგლებში, საფუძველი ჩაეყარა ახალ ინიციატივას - კურსდამთავრებულთა ხეივანს. 2024 წლის კურსდამთავრებულთა სახელზე ხეივანში დაირგო პირველი ნერგი - იაპონური სოფორა.

მთავარი ღონისძიების დაწყებამდე კურსდამთავრებულებსა და მათ ახლობლებს შესაძლებლობა ჰქონდათ გადაეღოთ სამახსოვრო სურათები სპეციალურად მათთვის მოწყობილ ფოტოზონებში.

ღონისძიების შემდგომ თსუ კურსდამთავრებულებისთვის კუს ტბაზე გაიმართა წვეულება, სადაც კურსდამთავრებულთა გართობაზე იზრუნეს მუსიკალურმა ჯგუფებმა: Mechanical Rainbow, DJ Haverdi, DJ Mazana.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 240-ამდე საგანმანათლებლო პროგრამაზე, მათ შორის FIBAA და ABET საერთაშორისო აკრედიტაციების მქონე და 27 უცხოენოვან პროგრამაზე, 26 000-ამდე სტუდენტი სწავლობს. ახალ 2024-2025 სასწავლო წელს თსუ 8200-ზე მეტ პირველკურსელს მიიღებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2024
ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ სპეციალურად არქელებისთვის ევროპული სტანდარტის სპორტული დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება