„საქართველოს ბანკის“ პლატფორმას Businesscourse.ge მდგრადი ეკონომიკის კურსი დაემატა

„საქართველოს ბანკი“ ბიზნესის განათლების ხელშეწყობას განაგრძობს, სწორედ ამიტომ, უფასო საგანმანათლებლო პლატფორმას ახლახან მორიგი კურსი, მდგრადი ეკონომიკა დაემატა. ინფორმაციას ამის შესახებ „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კურსი საინტერესოა ყველა ბიზნესისთვის, რომელსაც სურს, დანერგოს მდგრადი პრაქტიკები ყოველდღიურ საქმიანობაში, შეამციროს დანახარჯები და მინიმუმამდე დაიყვანოს გარემოზე ნეგატიური ზეგავლენა. კურსს მწვანე ეკონომიკის ექსპერტი, ოთარ ანთია უძღვება.

კურსი ათ ვიდეოლექციას მოიცავს და მისი გავლა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ნებისმიერ დროსა და ადგილას შეუძლია. ლექციები მოიცავს შემდეგ საკითხებს: მდგრადი განვითარების კონცეფციის არსი; კლიმატის ცვლილების გავლენა ბიზნესზე; მდგრადი ბიზნეს მოდელები; რესურს ეფექტიანობა და სუფთა წარმოება; გარემოსდაცვითი მართვის სისტემები; გარემოსდაცვითი სტანდარტები; ენერგოეფექტურობა ბიზნესში; მდგრადობა და ახალი პერსპექტივები; მდგრადი ფინანსები.

„საქართველოს ბანკი“ მუდმივად იკვლევს ბიზნესის საჭიროებებს, საპასუხოდ კი ქმნის პროექტებს, რომლებიც მათ სხვადასხვა გამოწვევასთან გასამკლავებლად მოამზადებს. ასეთი პროექტია ბიზნესკურსიც, რომელიც უკვე 50-ამდე უფასო კურსსა და მასტერკლასს აერთიანებს. პლატფორმა არა მხოლოდ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის, არამედ ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის ხელმისაწვდომია. იგი მუდმივად ახლდება. ახალი ბიზნესკურსი - მდგრადი ეკონომიკა - თანამედროვე ბიზნესისთვის რელევანტურ საკითხებს მოიცავს. თანამედროვე მომხმარებელი დღეს უფრო მეტად აფასებს ისეთ ბრენდებს, რომლებიც მწვანე ინიციატივებით გამოირჩევიან. სწორედ ამიტომ, გვჯერა, რომ ახალი ბიზნესკურსი მსმენელებს გარემოსდაცვით საკითხებში ნავიგაციას გაუწევს და წარმატების მიღწევაში დაეხმარება“, - აცხადებს რუსუდან ბარათაშვილი, „საქართველოს ბანკის“ მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების დეპარტამენტის დირექტორი.

დარეგისტრირდით მდგრადი ეკონომიკის ბიზნესკურსზე ამ ბმულიდან ან შეარჩიეთ სასურველი კურსი პლატფორმაზე Businesscourse.ge

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს