7 აგვისტოს, 09:30 საათზე, ძმათა სასაფლაოზე "ევროპული საქართველოს" ლიდერები და წევრები 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ მებრძოლებს პატივს მიაგებენ და გვირგვინით შეამკობენ.
მის: მუხათგვერდი, ძმათა სასაფლაო
7 აგვისტოს, 10:00 საათზე, ძმათა სასაფლაოზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე“ თინა ბოკუჩავა, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებთან ერთად, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ მებრძოლებს პატივს მიაგებენ და გვირგვინით შეამკობენ.
მის: მუხათგვერდი, ძმათა სასაფლაო
საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08
7 აგვისტოს, 11:00 საათზე, “ერთიანობის” ქუთაისის ორგანიზაციის ლიდერები 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალს გვირგვინით შეამკობენ
მის: ქუთაისი, აღმაშენებლის გამზირი (ფოლკლორის სასახლის გვერდით)
საკონტაქტო: გია თევდორაძე - 595 978 888
7 აგვისტოს, 11:00 საათზე, კახეთში ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფ. ალვანში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონული მდივანი გიორგი ბოტკოველი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტის დეპუტატი ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ანწუხელიძის მემორიალთან მივლენ და პატივს მიაგებენ ეროვნული გმირის ხსოვნას.
მის: სოფ. ალვანი გიორგი ანწუხელიძის მემორიალთან
საკონტაქტო: გიორგი ბოტკოველი - 595 345 555
7 აგვისტოს, 11:00 საათზე, ოზურგეთში სოფ. გურიანთაში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით მჟავანაძე და პარტიის ლიდერები, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ თეიმურაზ ჭიტაძის და ექადის სასაფლაოზე დაკრძალულ თამაზ ნიკიტინისა და ოზურგეთში ჭადრების ბაღში ეროვნული გმირის ზაზა დამენიას საფლავზე, მივლენ და პატივს მიაგებენ დაღუპულებს.
საკ: დავით მჟავანაძე 593 311 000
მის: ოზურგეთი, სოფ გურიანთა
7 აგვისტოს, 11:00 საათზე, "ახალის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია მუხათგვერდის სასაფლაოზე მივა.
7 აგვისტოს, 12:00 საათზე, სახალხო დამცველი კასპის მუნიციპალიტეტში საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, სოფელ გორაკას მოსახლეობას შეხვდება, 12:50 საათზე კი საკორინთლოს მოსახლეობასთან გეგმავს შეხვედრას.
7 აგვისტოს, 16:00 საათზე, გორში, გამოფენა - „დიდი ლიახვის ხეობის ტრადიციები - სოფელი კეხვი“ გაიხსნება.
მის: გორი, დავით გურამიშვილის 5, ხელოვნების სახლი
საკონტაქტო: 597 55 56 01
7 აგვისტოს, 19:00 საათზე, სასტუმრო „სტამბაში“, „აფხაზთა კრების“ ახალი პროექტის - „300 ისტორია“ პრეზენტაცია გაიმართება.
მის: მერაბ კოსტავას ქ. 14, მე-4 სართ.
7 აგვისტოს,19:00 საათზე, აგვისტოს ომის მე-16 წლისთავზე, თავისუფლების ინსტიტუტი და აფხაზთა კრება ახალი ფილმის - „დავიწყებული მსხვერპლი: ბუჩამდე იყო აფხაზეთი“ პრემიერას გამართავს.
მის: მერაბ კოსტავას 14, თბილისი (სასტუმრო სტამბა, მე-4 სართული, The Doom)
7 აგვისტოს, 19:00 საათზე, ბათუმში ენმ-ის წევრები და სამოქალაქო აქტივისტები რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა მემორიალთან შეიკრიბებიან და პატივს მიაგებენ დაღუპულებს.
მის: ბათუმი, ჯავახიშვილის ქუჩა (მემორიალთან)
საკონტაქტო: ლია ჯაყელი - 577 30 20 88