თამარ ჩარკვიანი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა

პარლამენტის წევრი, თამარ ჩარკვიანი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს.

ინფორმაციის თანახმად, შეხვედრაზე წინასაარჩევნო გარემოზე და საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრეს.

„შეხვედრაზე ვისაუბრეთ თუ რა მოლოდინები გვაქვს 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით. საქართველოს მომავალზე საუბარი დასავლური ღირებულებების გარეშე წარმოუდგენელია. დასავლური ღირებულებები ითვალისწინებს დასავლური წესით და რიგით არჩევნების ჩატარებას. მეტი დამკვირვებელი გვჭირდება, იმისათვის რომ ხალხმა მიიღოს ის შედეგი, რაც სურს“, - განაცხადა თამარ ჩარკვიანმა.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს