„ჯივიპიმ“ რუსთავში, გაგარინის ქუჩაზე წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპი დაიწყო

ხვალ, 9 აგვისტოს კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ქალაქ რუსთავში, გაგარინის ქუჩაზე წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის რეაბილიტაციის ფარგლებში ახალ ქსელზე გადაერთების სამუშაოებს ჩაატარებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ჯივიპი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, რეაბილიტაციის ფარგლებში უკვე განახლდა 1.8 კმ-მდე სიგრძის წყალსადენის ქსელი, დამონტაჟდა 16 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული და 13 ერთეული საკვანძო ჭა მოეწყო. აღნიშნული პროექტის ჯამური ინვესტიცია 3,6 მლნ ლარია.

„განახლებული ქსელის ექსპლუატაციაში შესვლის მიზნით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაერთებით სამუშაოებს ხვალ, 9 აგვისტოს 15:00 საათზე დაიწყებენ და მთელი დღის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

სამუშაოების მიმდინარეობისას აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 9 აგვისტოს დღის 15:00 საათიდან, 10 აგვისტოს დილის 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: ქალაქ რუსთავის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებს, ჭყონდიდელის დასახლებას და ქალაქ გარდაბანს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნით მიაწვდის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის 0341 22 00 11 და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა