გურამ მაჭარაშვილი - მინიმუმ უხერხული და შეურაცხმყოფელია, როდესაც ბატონი ტერნერი, რომელიც საკუთარ ქვეყანაში კორუფციაშია მხილებული, საქართველოს უწუნებს დემოკრატიას

მინიმუმ უხერხული და შეურაცხმყოფელია, როდესაც ბატონი ტერნერი, რომელიც საკუთარ ქვეყანაში კორუფციაშია მხილებული, საქართველოს უწუნებს დემოკრატიას და აქ ჩამოდის არჩევნების დასაკვირვებლად, - ამის შესახებ „ხალხის ძალის” დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან სენატორ ჯინ შაჰინისა და კონგრესმენ მაიკ ტერნერის ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობები მას შემდეგ დალაგდება, როგორც კი შეერთებული შტატების მხრიდან ურთიერთობები გადაიტვირთება.

„პირველ რიგში, კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ საზოგადოებას, რომ მინიმუმ უხერხული და შეურაცხმყოფელია, როდესაც ბატონი ტერნერი, რომელიც საკუთარ ქვეყანაში კორუფციაშია მხილებული, საქართველოს უწუნებს დემოკრატიას და აქ ჩამოდის არჩევნების დასაკვირვებლად. წავიკითხოთ საერთაშორისო სააგენტოების დასკვნები და ამ ადამიანების ბიოგრაფიები - ამიტომაც არის, რომ საქართველოს საზოგადოებას არანაირი რეაქცია ასეთ ადამიანებზე, რომლებიც საკუთარ რეპუტაციას არ უყურებენ და ისე აკრიტიკებენ საქართველოს, არ ექნებათ არასდროს.

ურთიერთობები მას შემდეგ დალაგდება, როგორც კი შეერთებული შტატების მხრიდან ურთიერთობები გადაიტვირთება. ამისი იმედი გვაქვს, იმიტომ რომ ვიცით, ეს ყველაფერი დამოკიდებულია უკრაინაში მიმდინარე ომზე. როგორც კი ომი დასრულდება მყისიერად გადაიტვირთება ურთიერთობები და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამ რამდენიმე თვეში მოახერხებს ყველა მხარე, რომ ომი დასრულდეს. ომის დასრულებაზე უკვე ზელენსკი საუბრობს და ბუნებრივია, ყველას სურს, რაც უკრაინაში ხდება მალე დასრულდეს. ამის დასრულების შემდგომ აუცილებლად მყისიერად მოხდება ურთიერთობების გადატვირთვა, იმიტომ, რომ შემდგომ დღის წესრიგიდან გაქრება მეორე ფრონტი საქართველოში“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე