ანა დოლიძე - ქვეყნის მმართველი ბაობაბებს მოათრევს აფრიკიდან და მათ დასტირის, ამ დროს, მის ქვეყანაში ბავშვები იღუპებიან იმის გამო, რომ შუქის ფულს ვერ იხდიან

ასეთ ცინიკურ უთანასწორობაში ვცხოვრობთ, გვაქვს სახელმწიფო, სადაც ივანიშვილის სათამაშო ახირება ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ადამიანების სიცოცხლე , - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ანა დოლიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.

„სიტყვები არ მყოფნის ზუგდიდის ამბავზე: რა სახელმწიფო გვაქვს ჩვენ? ქვეყნის მმართველი ბაობაბებს მოათრევს აფრიკიდან და მათ დასტირის, ამ დროს, მის ქვეყანაში ბავშვები იღუპებიან იმის გამო, რომ შუქის ფულს ვერ იხდიან. აი, ასეთი ცინიკურ უთანასწორობაში ვცხოვრობთ. გვაქვს სახელმწიფო, სადაც ივანიშვილის სათამაშო ახირება ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ადამიანების სიცოცხლე”, - სოციალურ ქსელში წერს დოლიძე, რომლის განცხადებასაც პრესსამსახური ავრცელებს.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა