ანა ნაცვლიშვილი - როცა არაფერზე პასუხისმგებლობის აღება არც გინდა და არც შეგიძლია, მაშინ პოულობ გამოსავალს, დააბრალო სხვას, გლობალურ ძალებს, რადიკალებს და მასონებს! - აბა საკუთარ კორუფციას, გულგრილობას, უვიცობას ხომ არ  დააბრალებ?

როცა არაფერზე პასუხისმგებლობის აღება არც გინდა და არც შეგიძლია, მაშინ პოულობ ასეთ გამოსავალს - დააბრალო ყველაფერი სხვას, გლობალურ ძალებს, რადიკალებს და მასონებს! , - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ წერს.

მისი თქმით, ეს ყველაფერი იმის გამო ხდება, რომ სახელმწიფოს არ აქვს პასუხი კითხვაზე, ვისთვის მუშაობს და ვისთვისაა ფუნქციური.

„როცა არც სურვილი გაქვს და არც უნარი სიღარიბეს შეებრძოლო, ტოტალურ დაუცველობას და სიღატაკეს წერტილი დაუსვა, უმუშევრობა დასაქმებით ჩაანაცვლო და არაადამიანური შრომის პირობები და დამცინავი ანაზღაურება - სამართლიანით, როცა კორუფციის და გულგრილობის გამო გელათი თავზე გენგრევა, მაგრამ ვერავის დასჯი, რადგან ყველა დამნაშავეა, როცა გზა, წყალი და რეანომობილი არის სოფლების უდიდესი პრობლემა, ხოლო ქალაქების - ქაოტური და კორუფციული განაშენიანება, მაგრამ აქაც ვერავის დასჯი, რადგან პრიორიტეტი ჩინოვნიკია და არა მოქალაქე, როცა ქვეყანა თავისი ადამიანების ექსპორტის - ემიგრანტების ხარჯზე არსებობს დიდწილად, როცა ყველაზე მეტად ვისაც სჭირდება სახელმწიფოს გვერდით დგომა, მათთვის არ მუშაობს ეს პოლიტიკა და არ გაქვს პასუხი კითხვაზე - ვისთვის მუშაობს და ვისთვისაა ეს სახელმწიფო ფუნქციური, როცა ნახევარი მილიონი სოციალურად დაუცველი გყავს და ხელისუფლებაში ყოფნის მე-12 წელს თავს იმით იწონებ, რომ 10 თუ 20 ლარით გაზრდი შემწეობას,

როცა არაფერზე პასუხისმგებლობის აღება არც გინდა და არც შეგიძლია, მაშინ პოულობ ასეთ გამოსავალს - დააბრალო ყველაფერი სხვას, გლობალურ ძალებს, რადიკალებს და მასონებს! ილაპარაკო გამოგონილ მტერზე, აბა საკუთარ კორუფციას, გულგრილობას, უვიცობას, უგულობას და უტვინობას ხომ არ დააბრალებ?!

სჯობს, საკითხის პოლიტიზირება არ დაუშვა ასე ამაყად, ღირსებით გააგრძელო "მართვა"”, - წერს ანა ნაცვლიშვილი.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს