ნინო ლაცაბიძემ და ირაკლი შატაკიშვილმა ახალი მულტიფუნქციური რეკრეაციული სივრცის პროექტი მოსახლეობას გააცნეს

რუსთავში, მოსახლეობის თხოვნით, კიდევ ერთი ახალი შიდა საუბნო რეკრეაციული სივრცე მოეწყობა.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტი, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ და საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შატაკიშვილმა, მოსახლეობას, რუსთავის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წევრებთან ერთად ადგილზე გააცნეს.

„მოსახლეობის თხოვნით, კიდევ ერთი შიდა საუბნო რეკრეაციული სივრცის მოწყობას ვიწყებთ. პროექტი, ჩვენს მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი შატაკიშვილთან ერთად გავაცანით დღეს მოსახლეობას. მე-7 მიკრორაიონში, N 12 და 15 კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ რუსთაველებს, სულ მალე მულტიფუნქციური დასასვენებელი ზონა ექნებათ, სადაც ბავშვებიც გაერთობიან, უფროსებიც დაისვენებენ და ჯანსაღი ცხოვრების მოყვარულებიც გაატარებენ დროს. აქვე გადავწყვიტეთ მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმის ფარგლებში შექმნილი ერთ- ერთი ქანდაკების განთავსებაც. სკულპტურა თავისი შინაარსით ოჯახს განასახიერებს და ვფიქრობთ ამ ახალ სივრცეს, სადაც სწორედ ოჯახები დაისვენებენ, ძალიან მოუხდება“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

მე-7 მიკრორაიონში N 12 და 15 კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე, დაწნეხილი ბეტონის ფილებით მოპირკეთებული საფეხმავლო ბილიკები, საბავშვო ატრაქციონები და მწვანე ზონები მოეწყობა. მოსახლეობასთან შეთანხმებით, ახალ რეკრეაციაში, საბავშვო- გასართობის გარდა, სპორტულ-გამაჯანსაღებელი სივრცეც გაკეთდება. აქვე განთავსდება რუსთავის მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმის ფარგლებში შექმნილი ერთ-ერთი ქანდაკება.

„მოსახლეობის თხოვნით და დაკვეთით, სულ მალე ამ უბანში მოეწყობა ახალი დასასვენებელი რეკრეაციული სივრცე, სადაც განთავსდება რუსთავში გამართული მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმის ფარგლებში შექმნილი თემატური ქანდაკება სახელწოდებით - ოჯახი. ეს ახალი სივრცე გამორჩეულად ლამაზი და მრავალფუნქციური იქნება, სადაც ამ უბნის მაცხოვრებლები ოჯახებით დაისვენებენ და სამეზობლოსთან ერთად გაატარებენ დროს“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შატაკიშვილმა.

სკვერის მოწყობის სამუშაოები რამდენიმე დღეში დაიწყება.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს