„თიბისი“ კაპიტალის პუბლიკაცია - საცხოვრებელი უძრავი ქონების სექტორში პროექტების დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრუქტურის გაანგარიშება

„თიბისი“ კაპიტალმა გაცვლითი კურსის ბიზნეს-ეკონომიკის სერიიდან პირველი პუბლიკაცია გამოაქვეყნა, რომელიც ძირითადად საცხოვრებელი უძრავი ქონების სექტორში პროექტების დაფინანსების ოპტიმალური სტრუქტურის გაანგარიშებას ეხება.

„თიბისის“ ცნობით, სხვადასხვა ქვეყნის მაგალითზე, კვლევა აჩვენებს, რომ აშშ დოლარში გამოსახულ უძრავი ქონების ფასზე გაცვლითი კურსი მნიშვნელოვანი მოქმედი ფაქტორია.

„საქართველოს შემთხვევაში, შედარებით ძლიერი გაუფასურებების ეპიზოდებში, ზეგავლენა თითქმის 50%-ს შეადგენს. ასევე, იკვეთება კავშირი გამყარების შემთხვევებშიც. ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ უძრავი ქონების ფასები ნაწილობრივ უცხოურ და ნაწილობრივ ადგილობრივ ვალუტაშია დენომინირებული.

პუბლიკაციაში ასევე, განხილულია დაფინანსების სტრუქტურაში მხოლოდ აშშ დოლარის ნაცვლად, ევროს გამოყენების რაციონალიც, როგორც მოკლევადიანი, ასევე საშუალო და გრძელვადიანი ინდიკატორებიდან გამომდინარე. ამასთან, დაფარულია საქართველოსა და რეგიონის სხვა ქვეყნების კონტექსტში ევროსა და დოლარის შედარებითი რისკიანობის საკითხიც.

ავტორთა შეფასებით, შემოთავაზებული დაფინანსების სტრუქტურა, რომელიც ლარი/ევრო/დოლარის კალათით განისაზღვრება, არა მხოლოდ სტრესული სცენარის დროს არის რაციონალური, არამედ, საბაზო სცენარშიც ბიზნესისათვის უფრო ეფექტიან არჩევანს წარმოადგენს.

იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია ბმულზე“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს